სიახლეები
ინტერვიუ

 „გმირობის ტოლფსია ის, რაც პედაგოგებმა ამ პერიოდის განმავლობაში შეძლეს“ - თბილისის N136 საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა მაისურაძე
17-08-2021
-
+


თბილისის  N136 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მიმოზა მაისურაძემ პედაგოგობის გრძელი და რთული გზა განვლო. ის მიესალმება ყველა რეფორმას, რომელიც ხელს უწყობს განათლების სიტემაში მნიშვლოვან და ღირებულ ცვლილებებს; ორიენტირებულია მისი სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების წარმატებასა და განვითარებაზე. მიმოზა მაუსრაძემ  Etaloni.ge-სთან ახალი სასწავლო წლის მოლოდინებზე და რეფორმებზე ისაუბრა.

მიმოზა მაისურაძე: დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით არ გვაქვს. არ ვიცით სწავლა დისტანციურად წარიმართება თუ პირდაპირი სწავლება იქნება, თუმცა კარგი იქნებოდა პირდაპირი სწავლება, რომ ყოფილიყო. წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი სკოლა ნებისმიერი სწავლების ფორმატისთვის მზადაა. ონლაინ სწავლების შემთხვევაშიც მაქსიმალურად ვეცდებით ის ცოდნა მივაწოდოთ ბავშვებს, რასაც ეროვნული სასწავლო  გეგმა ითვალისწინებს. გასულ სასწავლო წელს ზოგიერთ მოსწავლეს  და მასწავლებელს  ტექნიკის პრობლემები ჰქონდათ, მათ ჩვენ მიღება-ჩაბარების პირობით დროებით სარგებლობაში გადავეცით კომპიუტერები, რათა სასწავლო პროცესში არ შეფერხებულიყვნენ.

- პირველ კლასელთა რა რაოდენობას ელოდებით წელს და რეგისტრაციამ როგორ ჩაიარა?

- ჩვენს სკოლაზე მოთხოვნა მოსწავლეთა მხრიდან ყოველთვის მაღალი იყო, წელს ოთხი პირველი კლასი გაიხსნა და ასი მოსწავლე დარეგისტრირდა, თუმცა მოთხოვნა უფრო მეტია, სამწუხაროდ საკლასო ოთახების სიმცირის გამო მეტის გახსნა ვერ მოვახერხეთ.

- წინა წლის მსგავსად, დისტანციური სწავლებისას ტექნიკის პრობლება ისევ გექნებათ?

- არა, ტექნიკის პრობლემა ნამდვილად არ გვენქება, ამ მხრივ ყველაფერი მოვაწესრიგეთ. ახლა არის ინტერნეტის საკითხი მოსაგავრებელი, ბავშვების ნაწილი ამბობს, რომ ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. რამდენად მოხერხდება მათთვის ინტერნეტის პაკეტების შეძენა, ეს უკვე ჩვენზე აღარაა დამოკდიებული.

- რამდენად რთული იყო გასული სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოებისთვის?

- მოულოდნელმა პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა საგანმანათლებლო სისტემა და რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლაც არ იყო გამონაკლისი. განათლების სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა მოსწავლებს და მშობლებს მათთვის სასურველი სწავლების მეთოდი აერჩიათ. მასწავლებელი და სკოლა მათ არჩევანზე იყო მორგებული. შესაბამისად, პედაგოგებს ორმაგი დატვირთვა უწევდათ - სკოლა ორ ცვლაში იყო გადასული და სასწავლო პროცესი როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურად მიმდიანრეობდა.

თუმცა, ისიც უნდ აღვნიშნო, რომ ონალინ-სწავლებას დადებითი მხარეც აქვს, მისი მეშვეობით მასწავლებელს სხვადასხვა თვალსაჩინეობის გაზიარება შეუძლია ბავშვებისთვის. ეს იმდენად საინტერესო პროცესია, რომ მოსწავლეებიც აქტიურად და ყურადღებით ერთვებიან საგაკვეთილო პორცესში. კარგი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ გაკვეთილის მიმდინაორებას აკვირდებოდა მშობელი. ამ მხრივ ღია იყო ყველასთვის სწავლების ეს მეთოდი.

- ანუ მასწავლებლები დღის განმავლოაბსი დატვირთულები იყვნენ, როგორ გაუმკლავდნენ?

- გმირობის ტოლფსია ის, რაც მათ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლეს, მადლობა მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო. გარდა საგაკვეთილო პროცესისა, ისინი ესწრებოდნენ ტრენინგებს, რომელსაც „მასწავლებელთა სახლი“ ატარებდა და რომელიც დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  ასევე ჩემი სკოლის მასწავლელბელმა დამატებით გაიარეს ტრენინგები სსსმ მოსწავლეთა სწავლების შესახებ. ეს მათი სურვილი იყო. კმაყოფილები არიან ტრენინგზე მიღებული ინფორმაციით და იმედია, ახალი სასწავლო წლიდან უკეთესად დანერგავენ პრაქტიკაში.

- სსსმ მოსწავლეების ტრენინგის აუცილებლობა რამ გამიწვია?

- წელს ჩვენ ბევრი სსსმ მოსწავლე დაგვემატა და გამოცდილება კი ნაკლებად ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, თავიანთი სურვილით გადაწყვიტეს მსგავსი თემატიკის ტრენინგებზე დასწრება, რათა საგაკვეთილო პროცესი ხარისხიანად წარემართათ და ამ მოსწავლეებთან სწავლების სწორი მიდგომა ესწავლათ. თავად აღნიშნეს, რომ უკვე თავისუფლად შეუძლიათ საკლასო ოთახში შესვლა და სსსმ მოსწავლეებთან მუშოაბა.

მიდნა გამოვყო ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს სკოლაში დიდი ხანია, რაც ფუნქციონირებს. ეს არის თბილისის ურბანული პროგრამის ფარგლებში, სასწავლო-ახალგაზრდული კლუბი. სწორედ აღნიშნულმა კლუბმა ჩაუტარა ტრენინგები სსსმ მოსწავლეებთან დაკავშირებით მასწავლებლებს. ასევე, ისინი გასულ სასწავლო წელს არაერთ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს დაეხმარნენ.

- ის სტიგმა, რაც წლების წინ სსსმ მოსწავლეების მიმართ არსებობდა, როგორ ფიქრობ აღარ არის?

- ჩვენ სკოლაში 17 სსსმ მოსწავლე გვყავს და ვფიქრობ, რომ მათთან მიმართებაში დამოკდიებულება  დადებითია  რაც, ბუნებრივია, ძალიან მახარებს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ სსსმ მოსწავლეები ჩვენი საზოგაოდების, სოციუმის ნაწილია.  უბრალოდ, ამ ბავშვებთან დაკავშირებით ერთ რამეს ვისურვებდი -  გარკვეული მიმართულება მისცენ პროფესიის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გარკვეულ ასაკამდე მათ სკოლაში უნდა ისწავლონ, მაგრამ მათი შესაძლებლობიდან და სურვილიდან გამომდიანრე, უფროს კლასებში ხომ არ აჯობებს სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით შესთავაზონ სწავლება? ეს ბავშვები დაეუფლებიან კონკრეტულ პროფესიებს, რომელიც შემდეგ ცხოვრების საშუალებას მისცემს. ეს თუ ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, მათ ცხოვრება გაუმარტივდებათ. სსსმ მოსწავლეებმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად უნდა იგრძნონ თავი.

იქედან გამომდიანრე, რომ სსსმ მოსწავლეების მხრივ კონტიგენტი გაგვეზარდა, ჩვენ ახალი სასწავლო წლიდან გევმატება 3 ასისტენტი, ერთი სპეცმასწავლებელი და ფსიქოლოგი.

- თავად აღნიშნეთ, რომ მასწავლებლები საკუთარი სურვილით დამატებით ესწრებოდნენ ტრენინგებს. ანუ, სიხალეების მიმართ მიმღებლობ აქვთ....

- დიახ,  ნამდვილად აქვთ სიახლეების მიმართ მიმღებლობა და არ აპროტესტებენ კონკრეტულ რეფორმებს. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ეს არის მიდგომა, რომელიც უშუალოდ  მოსწავლის სასწავლო პროცესზეა  ორიენტირებული და რომელსაც კონკრეტულ შედეგამდე მივყავართ. როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელს სრული თავისუფელბა ეძლევა სწავლა- სწავლებისას. მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმის ფარგლებში, ჩვენმა სკოლამ გააკეთა პროექტი „მრავალფეროვნება მულტიკულტურულ საზოგადოებაში“. მუშაობის პროცესში ყველა კათედრა იყო ჩართული. აუცილებად უნდა აღვნიშნო ქართულის მასწავლებელი, ეკატერინე ყურაშვილი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანის“ შეასწავლა ბავშვებს. მოსწავლეებმა შექმნეს ავთანდილის და ტარიელის გავლილი გზის სამ განზომილებიანი ონლაინ  რუკა, რომელიც მათემატიკური სიზუსტით იყო გაკეთებული. ასევე  განმარტეს  გეოგრაფიული პუნქტები და ტოპონიმები. ამ ყველაფერს ესწრებოდა ჩვენი ქოუჩი, რომელიც ძალინ კმაყოფილი დარჩა შედეგით. პროექტში ჩართვა დისტანციურ სწავლებაზე მყოფმა ბავშვებმაც შეძლეს.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს ქსენია ხუდაბაშევას, რომლის მოსწავლემ ია სალარიძემ მისაღებ გამოცდაზე მაქსიმალური 80 ქულა მიიღო.

- ანუ, ონლაინ-სწავლებისას „მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული მეთოდით გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია?

- დიახ, ჩვენ საკმაოდ კარგად მოვახერხეთ ეს. ვთვლი, რომ ამ მეთოდით სწავლებისას მასწავლებელი, საგნის აკადემიური ცოდნასთან ერთად, კარგად  უნდა ფლობდეს სწავლებისათვის აუცილებელ კომპიუტერულ პროგრამებს,  რათა პროექტის გაკეთება  და წამართვა შეძლოს. ჩემმა მასწავლებლებმა იმდენად დიდი შრომა გაწიეს, რომ მადლობის მეტი მათთვის არაფერი მეთქმის, გარდა ამისა, ეს ადამაინები ყველა სიახლეს მიესალმებიან, რაც ძალიან მახარებს.

- აღნიშნულ მოდელს თავიდან ყველა ეჭვისთვალით უყურებდა, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ზოგადად, ნებისმეირ ახალ რეფორმას ყველა ეჭვისთვალით უყურებს, რადგან უცხოა და არავინ იცის, რა, როგორ იქნება. როცა მასწავლებლები გაეცნენ ამ მეთოდს და მიხვდნენ რას მოითხოვდა, იგი  პირიქით, მოეწონათ. საზოგადოება ვითარდება, შესაბამისად, მოთხოვნებიც ახალი ჩნდება, ამიტომ პირდაპირ პროტესტით დაწყება არ მიმაჩნის სწორად,  რეფორმის მსვლელობის დროს დავინახავთ რა გამოდის კარგად და რას სჭირდება გაუმჯობესება.

- როგორ ფიქრობთ, ეს რეფორმა მასწავლებლების შესაძლებლობებს აღემატება?

- არა, რადაგნ ჩვენ თავისუფლები ვართ ყველანაირად, წლის განმავლობაში თუ გვინდა ერთ პროექტს განვახორციელებთ, თუ სურვილი გვექნება ხუთს ან მეტს.

- ელექტრონული ჟურნალი ახლი  სასწავლო წლიდან სავალდებულო ხდება და კომპიუტერების საკმარისი რაოდენობა გაქვთ სკოლაში?

- სკოლაში  ინფორმატიკის ოთახში 30-მდე კომპიუტერია, ამ ოთახიდანაა შესაძლებელი ინტერნეტთან დაკავშირება,  სწორედე ამ ოთახიდან უწევდათ  ელექტრონულ  ჟურნალზე მუშაობა,  გარდა იმისა, რომ სახლიდანაც აქვთ წვდომა ელექტრონულ  ჟურნალზე, ამდენად, მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. მინდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტრომ მონიტორინგი ჩაატარა და იცის ჩვენი სკოლის პრობლემა, ვფიქრობ მალე მოგვარდება ეს საკითხი და სხვა საკლასო ოთახებშიც შესაძლებელი იქნება ინტერნეტთან დაკავშირება, რაც უფრო გაუმარტივებს მასწავლებლებს მუშაობის პროცესს.

- სოცმუშაკების სკოლში ყოფნას რამდენად მიესამლებით?

- ეს სამსახურ ახალი შექმნილია. სიმართლე გითხრათ, ჩვენს სკოლას არ ჰქონია მათი დახმარების საჭიროება, თუმცა მხარს ვუჭერ მათ სკოლაში ყოფნას. ყველა ბავშვი უნდა ესწრებოდეს საგაკვეთილო პორცესს. თუ ასე არ ხდება და ბავშვს რაიმე უჭირს, სოცმუშაკები მაქსიმალურად ეხმარებიან და სწავლობენ მის მდგომაორებას. ჩვენთან ორი სექტეორია - რუსული და ქართული, თუცა მათი დახამრების აუცილებლობა არ ყოფილა.

- ქალბატონო მიმოზა, რა გზა გაიარეთ დირექტორობამდე?

- საკმაოდ რთული გზა გავიარე. სკოლაში მუშაობა ახალგაზრდამ დავიწყე, ამ ეტაპზე, გარდა დირექტორობისა, ვასწავლი გეოგრაფიას და წამყავნი მასწავლებელი ვარ. არაერთ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ვიყავი „მასწავლებლის სახლის“ ტრენერი, ასევე პროფკავშირების თავმჯდომარე და მასწავლებლების უფლებებს ვიცავდი. კიდევ, საქართველოს ეროვნულმა მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო აკადემიკოსის წოდება მომანიჭა. მოკლედ, ყველაფერში მაქსიმალურად ვარ ჩართული, რაც ჩემი პროფესიის ირგვლლივ ტრიალებს. დირექტორობის გამოცდები ერთხელ უკვე ჩავაბარე, ამდენად გამოცდილება მაქვს.

- წელს არ მოგეცათ გამცდის ჩაბარების შესაძლებლობა, მათ შორის წამყვანი მასწავლებლის გამოცდებიც არ ჩატარებულა. რას ფიქორბთ ამ საკითხზე?

- წინსვლის მსურველემა პედაგოგებმა ვფიქრობ ეს დრო  მოსამზადებლად უნდა გამოიყენონ, რათა მაღალი შედეგი აჩვენონ.

- როგორც ტრენერი, როგორ ფიქრობთ, ტრენინეგბი, რომლებიც მასწავლებლებს უკვე წლებია უტარდებათ, რაში დაეხმარა მათ?

- მასწავლებებს ტრენინგები შესაძლებლობას აძლევს უკეთ გაეცნონ და შემდეგ თავის პრაქტიკაში დანერგონ ყველა სიახლე და მოთხოვნა, რაც აუცილებელია მომავალი წარმატებული თაობის აღზრდისათვის.

- მასწავლებლობა რატომ აირჩიეთ?

- დედა პედაგოგი მყავს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობდი პედაგოგობას, მეორე პროფესია მაქვს ფინანსების განხრით, თუმცა როცა არჩევანის წინაშე დავდექი, მიხვდი, ბავშვებთან მუშობა მერჩევნა. როცა ბავშვებთან ხარ, სულ ახალგაზრდად გრძნობ თავს და თითქოს არ ბერდები... უკვე 28 წელია, რაც მასწავლებელი ვარ და დღეს ამაყი ვარ ჩემი აღზრდილებით.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საფრთხეების თავიდან აცილება
ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები
მოსწავლეებმა დაწერეს პროექტი სახელწოდებით - „ბუნების სადარაჯოზე“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ტერიტორიის გამწვანებას
კვირეულის მე-4 დღე შემოქმედებითი გახლდათ და გამოძახილი იმისა, რომ ერთმანეთს გარემოს სიყვარულისა და მისი გაფრთხილებისკენ უნდა მოვუწოდებდეთ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება