სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს
16-08-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. სკოლის ოთხმა პედაგოგმა ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს და სერტიფიკატები დაიმსახურეს.

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში 2020-2021 აკადემიურ წელს ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგებმა: თეა ჭუმბურიძემ, იამზე წულუკიძემ, მანანა წულაიამ და ნინო ლობჯანიძე-ლალიაშვილმა ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი (პროგრამის ტრენინგ-პროვაიდერი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტრენერი იაგორი ბალანჩივაძე) წარმატებით გაიარეს.

კურსი დატვირთული იყო საინტერესო საკითხებით, როგორიცაა მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება, ინდივიდუალური მიდგომა, ინკლუზიური სწავლების საკითხები. ტრენინგის დროს პედაგოგები როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული აქტივობებით იყვნენ დატვირთულნი. მათში აქტიური ჩართულობის შედეგად მასწავლებლემა წარმატებით დაძლიეს ტესტირება, რაც შესაბამისი სერტიფიკატებით აღინიშნა.

„ტრენინგკურსზე მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას უშურველად ვუზიარებდით კოლეგებს, მათთან ერთად ვამუშავებდით და განვიხილავდით ჩვენთვის საინტერესო და პრაქტიკაში ხშირად გამოსაყენებელ თემებს. ასეთივე ნაყოფიერი და საქმიანი თანამშრომლობა გაგრძელდება ახალ სასწავლო წელს“, - აღნიშნავენ პედაგოგები.
 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება