| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პედაგოგს უფლება არ აქვს, საკუთარ მოსწავლეს დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება გაუწიოს, ამის შესახებ მასწავლებელთა ეთიკის კოდექსში წერია. ასევე აკრძალულია, რომ პედაგოგმა სკოლაში გაკვეთილების შემდეგ დატოვოს მოსწავლე ანაზღაურების სანაცვლოდ ანუ რეპეტიტორმა გამოიყენოს სასკოლო სივრცე თავისი პირადი მიზნებისთვის, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც სკოლაში ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება არ იკრძალება.
როგორც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია აღნიშნული:
ა) აღნიშნულ მომსახურებას არ ეწევა ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი;
ბ) ამ მომსახურებას არა აქვს საგაკვეთილო სახე;
გ) აღნიშნული მომსახურება არ ხდება შესაბამისი მოსწავლისათვის საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს.
ა) დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი;
ბ) დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახე (ფაკულტატური/ სავალდებულო);
გ) თითოეული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის ამ მომსახურების განმახორციელებელი პირის მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმა (თუ ასეთი გეგმა არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში).
ა) საგნის სწავლების მიზნებს (სადაც ჩამოყალიბებული იქნება, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შეძენას ითვალისწინებს ეს კურსი);
ბ) შეფასების ფორმასა (ქულა, ჩათვლა) და პრინციპებს;
გ) საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალს.
ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის საათების კონკრეტული ოდენობა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული არ არის. სკოლამ, ასეთი სახის მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში, თავად უნდა განსაზღვროს იგი. სასკოლო სასწავლო გეგმაში დამატებითი საგნების გათვალისწინებისას სკოლამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლეებს სათანადო დასვენებისა და კვების საშუალება ჰქონდეთ.„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას