სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ჩემთვის არის ადგილი, სადაც ადამიანმა სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს“- ლალაზარ აროიანი, ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
02-08-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლალაზარ აროიანთან შედგა.

- წარმატება არის...

- წარმატება არის ის, როდესაც დასახულ მიზანს მიაღწევ.

- ჩემი სკოლა მახსენებს...

- ჩემი სკოლა მახსენებს ურთიერთობებს, სკოლა ჩემთვის არის ადგილი, სადაც ადამიანმა სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს.

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- ჩემი პირველი მასწავლებელი - მშვიდი, კეთილი ,სიმპათიური, ამავე დროს მკაცრი და სამართლიანი, რომელიც როგორც საკუთარ შვილებზე, ისე ზრუნავდა ჩვენზე. მან გვასწავლა სწორად ცხოვრება, სამყაროს სწორად გაცნობა,მეგობრობა, ურთიერთობა, სიყვარული. „მასწავლებლის ყოლა პროფესიაა, ზემოდან გადმოცემული ნიჭი!“

- მოსწავლე რომ ვიყავი...

- განსაკუთრებით მიყვარდა მშობლიური ენა და ლიტერატურა, წარმატებული მოსწავლე ვიყავი. მქონდა მხატვრული კითხვის ნიჭი. ასევე ვმღეროდი და ვცეკვავდი. ვფიქრობ, ჩემი მასწავლებლები ჩემი მოსწავლეობის პერიოდს კარგად იხსენებენ.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ჩემი სამაგიდო წიგნი არის „ყველაფერი ყველაფერზე“ - ამ წიგნში მართლაც ყველა თემაზე შეგიძლიათ სასურველი ინფორმაციის აღმოჩენა: იქნება ეს ცნობილი, საინტერესო პიროვნება, რომელიმე ქვეყანა, ბუნება, ტერმინი, ლიტერატურა თუ არქიტექტურა, ცნობილი ფაქტი თუ მოვლენა, ყველაფრის მოკლე და საინტერესო განმარტებას ნახავთ.

- ზაფხულში ვცდილობ...

- ზაფხულში ვცდილობ, კარგად დავისვენო, ძალები აღვიდგინო, რომ ენერგიული, მოტივირებული და მიზადასახული დავუბრუნდე სასწავლო პროცესს.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება „სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი... თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება