| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის N1 საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგმა დარეჯან ფაჩულიამ ფოლკლორში ღია გაკვეთილი მე-9 კლასში ჩაატარა.
„თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისათვის, სიყვარულის ნიჭია და ეს ნიჭი უდაოდ გააჩნია ქალბატონ დარეჯანს,“ - აღნიშნავენ სკოლის მასწავლებლები.
სწორედ სამშობლოსა და ფოლკლორის სიყვარულს მიუძღვნა ეს არაჩვეულებრივი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გამოევლინათ თავიანთი ნიჭი და თვისებები. საგაკვეთილო პროცესი უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა და ამავდროულად სასიამოვნო. გაკვეთილის დასასრულს, ,,კოლხურმა ტრიომ" საოცარი სიმღერები შესთავაზა მსმენელს და ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მიწვეულ სტუმრებს.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, გაკვეთილს საოცრად თბილი დასაწყისი ჰქონდა და დასასრულმა კი მოლოდინს გადააჭარბა.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და მიწვეული სტუმრები.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“