სიახლეები
სკოლები

ონის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზა ავქოფაშვილმა მშობლიური სკოლა ასახელა - ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
28-07-2021
-
+


სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლიზა ავქოფაშვილმა მშობლიური სკოლა ასახელა და საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

პროექტი „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ChildFund Deutschland-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ხუთი რეგიონის 37 წარმატებულ მონაწილეებს ინდივიდუალური და ჯგუფური მცირე გრანტი გადაეცათ.

პროექტში სკოლის მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. არაფორმალური განათლების მეშვეობით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, უნარ-ჩვევების მიღებასა და სოციალურ მეწარმეობაში სოფლად არსებული თემების რესურსების გამოყენების ინტეგრირების მნიშვნელობის გააზრებას ისახავდა მიზნად. 

მცირე გრანტების კომპონენტი პროექტის დამასრულებელ ეტაპს წარმოადგენდა. გამარჯვებული მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სოციალური მეწარმეობის იდეები 11 სფეროში გადანაწილდა.

ცნობიერების ამაღლებისა და ტრენინგ-სესიები სამიზნე რეგიონების 40-ზე მეტი სკოლის 270 მოსწავლეს მოიცავდა, რომელთაც გერმანელ ექსპერტებთან ერთად, ქართველ ტრენერთა კვალიფიციური გუნდი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა 9 ივლისს ონლაინ ფორმატში გაიმართება

ძლიერი ქარი, ელჭექი... - როდიდან გამოიდარებს საქართველოში

რა წერეს ქართულის ქართულის გამოცდაზე აბიტურიენტებმა - გამოყენებული ტესტები 5 ივლისს გამოქვეყნდება

„მთაწმინდის მთავრე“ და „აივნიანი ქალაქი“ - ქართულის ბოლო ვარიანტის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება