სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა
15-01-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისა და უნივერსიტეტის სამხატვრო სტუდიის წევრის - მარიამ მჭედლიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში - 15 იანვარს გაიხსნა.

თვითნასწავლი მხატვრის მიერ 2013-2017 წლებში შექმნილი 60-მდე ფერწერული ნამუშევარი,  20 იანვრამდე იქნება გამოფენილი და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მათი დათვალიერება და შეძენა. გამოფენის გახსნას სამხატვრო სფეროს წარმომადგენლები, გულშემატკივრები, პროფესორები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

მარიამ მჭედლიშვილი კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის კურსდამთავრებულია და სწორედ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაინტერესდა ხატვით. მარიამის თქმით, სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელმა მაკა ტაბიძემ, მას სრული შემოქმედებითი თავისუფლება მისცა და სწორედ აქედან დაიწყო ფერწერასთან წარმატებული ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მხატვარი, სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სამხატვრო სტუდიის საუნივერსიტეტო და წლის შემაჯამებელ გამოფენებში.

მარიამ მჭედლიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ახლა ის ხატავს და თავის საყვარელ საქმეს აკეთებს,  სწორედ კსუ-ს სამხატვრო სტუდიისა და პედაგოგის დამსახურებაა.

მარიამი სტუდიას ახლაც ხშირად სტუმრობს და ამბობს, რომ აქაური გარემო მას დიდ შთაგონებას აძლევს და ხატვის პროცესში ეხმარება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კურსდამთავრებულს პირველი პერსონალური გამოფენის გახსნას ულოცავს და შემოქმედებით წინსვლას უსურვებს.















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება