სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„შედეგი დგება მაშინ, როცა შენი სკოლა წარმატებულია“- ლიანა ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის დირექტორი
15-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუს სტუმარი ამჯერად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი, ლიანა ბოლქვაძე  გახლავთ.

- წარმატება არის. . .

- დასახული მიზნის მისაღწევად დაუღალავი შრომა და მიღწეული შედეგი. და ეს შედეგი დგება მაშინ, როცა შენი სკოლა არის წარმატებული, როცა  ნებისმიერი მოსწავლის, მასწავლებლის, კურსდამთავრებულის წარმატებები გახარებს და გაბედნიერებს.
  
- ჩემი სკოლა მახსენებს. . .

- ოჯახს, სადაც ყველა იქ მყოფს თავისი წილი პასუხისმგებლობები გადანაწილებული აქვთ და ზრუნავენ ოჯახის კეთილდღეობაზე.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . 

- ესმა მასწავლებელი. არასდროს დამავიწყდება მისი მზრუნველობა, რომელსაც იჩენდა ჩემს და ყველა მოსწავლის მიმართ. სამართლიანი და სათნო დამოკიდებულება. ალბათ მისი დამსახურებაა, პედაგოგის პროფესია რომ ავირჩიე.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . . 

- საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ყველაფერს. ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას. ვიყავი აქტიური კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებში.  მიყვარდა ჩემი  მასწავლებლები და უდიდეს პატივს ვცემდი. და საერთოდ მხოლოდ კარგი შემიძლია გავიხსენო ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . 

- „ვეფხისტყაოსანი“ და ასევე ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება.

- ზაფხულში ვცდილობ. . . 

- დავისვენო, მოვიკრიბო ძალები, რომ ახალი შემართებით და სიახლეებით ვმართო სასწავლო პროცესი.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . 

- რამდენიმე ფრაზა მახსენდება ხოლმე:
  • „შური და სიძულვილი დამღუპველია“
  • „თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება, ეცადე მას აჯობო საქმით და ამით გადაუხადო სამაგიერო მოსვენების დაკარგვისთვის“
  • „ადამიანი ვარ და ამიტომაც არაფერი ადამიანური არ მეუცხოება“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება