სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

როგორ საქმდებიან ქართველი სტუდენტები მსოფლიოს მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში და რამდენად ახერხებენ ისინი საქართველოში თავიანთი ცოდნის გამოყენებას
15-07-2021
-
+


მსოფლიოს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებში, ისეთები როგორებიცაა; „გუგლი“, „მაიკროსოფტი“, „ამაზონი“, თითქმის ყოველ წელს, მინიმუმ ერთი ქართველი სტუდენტი საქმდება. ახალგაზრდების წარმატებას გარკვეულწილად ხელს უწყობს მსოფლიო ოლიმპიადები, რომლებიც ინფორმატიკაში და პროგრამირებაში ტარდება. ეს ოლიმპიადები ამ სფეროში უდიდესი მასშტაბისაა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას ისახავს მიზნად - ასეთებს კი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები სამუშაოდ თავისთან იწვევენ.

რამდენად ახერხებენ იქ დასაქმებული ქართველები საქართველოში თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ზაზა გამეზარდაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორი და აღნიშნულ ოლიმპიადებზე ჯგუფის ხელმძღვანელია. 

ზაზა გამეზარდაშვილი: მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებას ხელს უწყობს ოლიმპიადები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ტარდება ინფორმატიკასა და პროგრამირებაში. აღნიშნული ოლიმპიადები, ძალიან ახლოსაა იმ მოთხოვნებთან, რაც დიდ აიტი კომპანიებს აქვთ. ჯერ არ მინახავს წარმატებული ოლიმპიელი, რომელსაც რაიმე პრობლემა ჰქონოდა დასაქმების მხრივ. ყველა მათგანი მარტივად ახერხებს ზემოხსენებულ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებას. უფრო კონკრეტულად, რომ ვისაუბროთ ეს ოლიმპიადები არის მოსწავლეებისა და სტუდენტების.

მოსწავლეთა ოლიმპიადა ტარდება ქვეყნების მიხედვით და თითო ქვეყნას ოთხი მოსწავლე წარადგენს, სტუდენტთა ოლიმპიადები - უნივერსიტეტების მიხედვით. სტუდენტთა ოლიმპიადა პროგრამირებაში ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალურ შეჯიბრებად ითვლება. მას აფინანსებს სწორედ ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა: „მაიკროსოფტი“, „გუგლი“, „ამაზონი“...

მოსწავლეთა ოლიმპიადებში ბოლო წლებში დიდი მიღწევები გვქვს - ზედიზედ სამჯერ ავიღეთ ოქროს მედალი. შარშან სინგაპურში ჩატარდა დისტანციურად ოლიმპიადა, სადაც 84 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და  გუნდურში მე-8 ადგილზე გავედით. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ორი ოქროს მედალი, ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო ნამდვილად იშვიათი მოვლენაა და ამას ყველა აღნიშნავდა. სტუდენტურ ოლიმპიადებში არ გვაქვს ასეთი მიღწევები, რადგან ეს მოსწავლეები სკოლის შემდეგ სწავლას დასავლეთის ძლიერ უნივერსიტეტში აგრძელებენ.

- მსგავს დიდ კომპანიებში დასაქმებული ქართველები, რამდენად ახერხებენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გამოყენებას?

- შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ნიჭი საქართველოსთვის იკარგება, მაგრამ ასე არ ვთვლი. საქართვლოში, რომ დარჩენილიყვნენ მაქსიმუმ რომელიმე მსხვილ ბანკში დასაქმებულიყვნენ, სადაც ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება მოუწევდათ. ახლა მუშაობენ ისეთ კომპანიებში, სადაც გაცილებით საინტერესო პროექტებია და დიდ ცოდნას და გამოცდილების მიღება შეუძლიათ. ჩვენი პროფესია ისეთია, რომ დისტანციურადაც შესაძლებელია მუშაობა და ეს ხალხი საქართველოსთვის არ არის დაკარგული. მსოფლიოში კარგი პროგრამისტების დეფიციტია, ამიტომ თავისუფლად შეიძლება საქართველოდან კიდევ მეტი დასაქმდეს „გუგლშიც“, „ამაზონზშიც“, „მაიკროსოფტშიც“ და სხვა დიდ კომპანიაში.

- რა არის ამისთვის საჭირო ?

- ამას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული უნარები. სკოლიდან უნდა აკმაყოფილებდნენ მათემატიკის გარკვეულ დონეს, მაგრამ მთავარი მაინც მონდომება და შრომაა. ამ წარმატების შემადგენელი 80 პროცენტი შრომაა. ვინც ამ სფეროში წარმატებას მიაღწია საოცრად მშრომელი იყო.

- მსხვილ კომპანიებში დასაქმებული ქართველებიდან, რომელიმე დაბრუნდა საქართველოში?

_ დიახ, განსაკუთრებით ბოლო წლებია და დისტანციურად მუშაობენ საქართველოდან. ეს ახალგაზრდები ნამდვილად ბრუნდებიან უკან. ყველაზე წარმატებული ქართველი პროგრამისტი, რომელიც მსოფლიოს ათ საუკეთესო პროგრამისტს შორის შედის და რაღაც პერიოდი მესამე ადგილს ინარჩუნებდა, ნიკა ჯიმშელეიშვილი, საქართველოშია და აქედან მუშაობს დისტანციურად. მე თავადაც „თავისუფალ უნივერსიტეტში“, ასისტენტად მყავს ლაშა ლაკირბაია, რომელიც ამჟამად „გუგლში“ მუშაობს და პარალელურად, დისტანციურად, ქართველ სტუდენტებს უზიარებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

- დაახლოებით რამდენი ქართველი მუშაობს მსგავს კომპანიებში?

- უშუალოდ „გუგლში“ 30 ან მეტი, თავიდან ვითვლიდი და მერე ამერია სათვალავი. საერთო ჯამში ეს დიდი რიცხვია და სოციალურ ქსელში დავწერე კიდეც, ურიგო არ იქნებოდა „გუგლს“, რომ ფილიალი საქართველოში გაეხსნა. პროგრამისტების რაოდენობა ვიგულისხმე ამ შემთხვევაში, თუმცა ოფისის გახსნისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი: გარანტიები, ქვეყნის სტაბილურობა და ასე შემდეგ.

ლევან გოდერძიშვილი ერთ-ერთი წარმატებული ქართველია, რომელმაც ახლახანს დაიწყო მუშაობა Microsoft-ის პრაღის ოფისში. ის „თავისუფალი უნივერსიტეტში“ კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა. ლევანი M365 Engineering Security-ს გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე იმუშავებს.

- ლევან, რამდენად რთული იყო მაიკროსოფტის გუნდში მოხვედრა?

- Microsoft-ში რეზიუმეს გადაგზავნის შემდეგ, ოთხი ეტაპი გავიარე. თითოეული მათგანი იყო 1 საათიანი გასაუბრება გუნდის სხვადასხვა წევრთან. ტექნიკური ხასიათის და ე.წ. ბიჰეივიორისტული კითხვები იყო, რომლებიც ეფუძნებოდა, როგორც არსებულ გამოცდილებას, ასევე ანალიტიკურ და კრეატიულ უნარებს. მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ინტერვიუერების მხრიდან ძალიან კეთილი დამოკიდებულება იყო.

- რა არის საჭირო წარმატებებისთვის თქვენი გადმოსახედიდან?

- წარმატება ყველა ადამიანისთვის პერსონალური ცნებაა. თუმცა, ნებისმიერი სახის წარმატების მისაღწევად აუცილებელია დაისახო გზა, რომელიც ამ წარმატებამდე მიგიყვანს. შემდეგ კი, უბრალოდ არ გაჩერდე და სვლა განაგრძო ამ გზის ბოლომდე.

- თქვენს სამომავლო გეგმებში რამდენად მოიაზრება საქართველო?

- ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები არ მაქვს, თუმცა ვაპირებ საქართველოს სიახლოვეს ვიტრიალო. დღევანდელი ტექნოლოგიები და გაციფრულებული ყოველდღიურობა, უკვე იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ერთ ადგილს არ მივეჯაჭვოთ და სურვილისამებრ, ვცვალოთ, როგორც პირადი ცხოვრების, ასევე სამუშაო ადგილმდებარეობები.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება