სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარმატებულ ლიდერს მოეთხოვება, დაუთმოს დრო თითოეულ თანამშრომელს“ - წყალწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი ჯიქია
02-07-2021
-
+


წარმატებულ ლიდერს მოეთხოვება ურთიერთგაგება, ადამიანის მოსმენა, დაუთმოს დრო თითოეულ თანამშრომელს, ხოლო ძლიერია სკოლა, სადაც მოსწავლეს არ განსჯიან, არამედ ეხმარებიან საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში - ამ ფორმულით ხელმძღვანელობს და ამიტომაც ზედმიწევნით კარგად მართავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ​ წყალწმინდის საჯარო სკოლას დირექტორი ნანი ჯიქია. 

უფრო მეტს წარმატებული სკოლის წარმატებული დირექტორის შესახებ შეიტყობთ მისი ბლიც-ინტერვიუდან: 

1. სასწავლო წლის დასრულება...

- ყოველთვის ამაღელვებელია. ტრადიციულად ვაანალიზებთ სკოლის მიღწევებს. მიმდინარე წელი სავსე იყო გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის წინაშე მდგარ გამოწვევებს  მოტივირებულმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მზრუნველმა  მშობლებმა ერთობლივად წარმატებით გაართვეს თავი. სკოლას მიმდინარე წელს ყავს 20  წარმატებული (სრული ათოსანი) მოსწავლე და ერთი ოქროს მედლის კანდიდატი. 

2. ძლიერი სკოლა ნიშნავს...
 
- მასწავლებლებმა და სკოლამ შეძლოს მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, რომელიც რეალურად იქნება მოსწავლის განვითარების გზა. სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტური მიდგომის განვითარება, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება. ძლიერია სკოლა, სადაც მოსწავლეს კი არ განსჯიან, არამედ ეხმარებიან საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში.

3. გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . .
 
- ახალი შენობის ექსპლუატაციაში შესვლის დღე. ახალი ინვენტარით, ახალი აღჭურვილობით,  მუნიციპალიტეტში გამორჩეული სასწავლო და უსაფრთხო გარემოთი.

4. ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .

- ოჯახი ბავშვის ცხოვრებაში უმთავრეს როლს ასრულებს. ადამიანის განვითარებაზე, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაზე, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და  მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უდიდეს ზემოქმედებას მისი  მშობლები ახდენენ.

მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარმატებისათვის. ის დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. „მშობელთა ჩართულობა“ არის ერთობლივი და უწყვეტი პასუხისმგებლობა მოსწავლეების მიღწევებსა და სწავლის გაუმჯობესებაზე.

5. მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .

- ოჯახი, მშობლები, გარემო, ინტერესები, სპორტი და სკოლა ყველა ერთად აღებული მოსწავლისთვის სამაგალითო უნდა იყოს. პიროვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი მის უშუალო სოციალურ გარემოცვას უკავია. ბავშვი უფრო ბედნიერია, თუ ის ცხოვრობს საკუთარი შეხედულებებით, პატივს სცემს სხვის შეხედულებებს და სხვებიც პატივს სცემენ მის არჩევანს.

6. დირექტორის მოტივაციაა. .
 
- უნდა გამომდინარეობდეს ინდივიდუალური და კოლექტიური შინაგანი მოტივაციიდან, როგორც მუდმივმოქმედი მამოძრავებელი ძალა. მშობლებთან, მოსწავლეებთან  ურთიერთობა, ანუ იმ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც ვემსახურებით  და კოლექტური ( და არა ერთეული პედაგოგის) მოტივაცია ქმნის ერთობლივ, სკოლის ხელმძღვანელის მოტივაციას. მოტივირებული და წარმატებული დირექტორის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება. წარმატებულ ლიდერს მოეთხოვება ურთიერთგაგება, ადამიანის მოსმენა, დაუთმოს დრო თითოეულ თანამშრომელს.

7. განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .
 
- რომ სკოლის დირექტორს ნათელი ხედვა ქონდეს ,რომელიც აჩვენებს თუ როგორ იმუშავებს სკოლის ყოველი შემადგენელი ნაწილი მომავალში.  ნათელი სასწავლო გეგმების ჩამოყალიბება და ამ მიზნების მიმართ ერთგულების შენარჩუნება მთელი სკოლის, მთელი საზოგადოების მასშტაბით. ასევე მნიშვნელოვანია, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნვა.

იყოს დამაჯერებელი, წარმოაჩინოს თავისი ინიციატივები და რეკომენდაციები დასაბუთებულად, სწორად მიაწოდოს ახალი იდეები და ინოვაციური წინადადებები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება