სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაცია საამაყო მასწავლებელს - ნათია მეგრელიძეს გვაცნობს
01-07-2021
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ადმინისტრაცია სკოლის საამაყო მასწავლებელს - ნათია მეგრელიძეს გვაცნობს. ნათია მასწავლებელი სხვადასხვა პროფესიით მუშაობდა, თუმცა, ამჯერად, მთელი მისი გამოცდილება, ცოდნა და უნარები მოსწავლეთა აღზრდისკენაა მიმართული.

„პედაგოგობაზე არ ფიქრობდა, დაამთავრა ჯერ ჟურნალისტიკის ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ განათლება მთარგმნელ-რეფერენტის სპეციალობით მიიღო;

სხვადასხვა წლებში მუშაობდა მედიასა და არასმთავრობო ორგანიზაციაში, პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.  
თუმცა, როდესაც საქმე საკუთარი შვილების განათლებაზე მიდგა, მაშინ გადაწყვიტა გამხდარიყო მასწავლებელი, რადგან იყო კარგი პედაგოგი, უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ამბობს, რომ „პროგრესი“ არის სივრცე, რომელიც არ აძლევს მოდუნების უფლებას, რადგან თანამედროვე პედაგოგი უნდა იყოს 21-ე საუკუნის უნარებით აღჭურვილი.

თანამედროვე განათლება გულისხმობს ჩართულობასა და მოსწავლის როლის გააქტიურებას. 

ამისათვის მასწავლებელი უნდა ეცნობოდეს საერთაშორისო პრაქტიკას, ესწრებოდეს ტრენინინგებსა და ვებინარებს. მუდმივად ზრუნავდეს საკუთარ პროგრესზე იმისათვის, რომ მოსწავლემ უკეთესი განათლება მიიღოს.  

პროფესიული და პირადი წინსვლა ვუსურვოთ ნათია მასწავლებელს!

მრავალი წარმატებული თაობა აღეზარდოს!“ - წერია სკოლის ინფორმციაში.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება