სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საათების განაწილების პრობლემა და ორად გაყოფილი კოლექტივი სკოლებში - რამდენად სამართლიანია მასწავლებლების მოთხოვნები?
21-06-2021
-
+


სასწავლო წელი დასრულდა. მასწავლებლები ახალი სასწავლო წლისთვის საათების გადანაწილებაზე უკვე ნერვიულობენ. ეს საკითხი მუდმივად საკამათოა სკოლებში, რადგან პედაგოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საათობრივი დატვირთვას დირექტორი განკარგავს და მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თითოეული მასწავლებლის ბედი. 

პედაგოგები ამ საკითხზე წუხილს ხშირად გამოთქვამენ პირად საუბრებში. აღნიშნული თემა სოციალურ ქსელშიც, თემატურ ჯგუფებში განსჯის საგანი ბევრჯერ გამხდარა. 

„ვიცით, რომ საათობრივი დატვირთვა სტატუსების მიხედვით უნდა ხდებოდეს, წამყვანი პედაგოგი ვარ და უფროსის სტატუსის მასწავლებლებს ჩემზე მეტი საათები აქვთ“.

„ყოველ წელს სანერვიულოა ჩემთვის ეს თემა, უფროს თაობას ახალგაზრდა მასწავლებლები ვერც ვეკამათებით და სულ ვთმობთ, რის გამოც ვიჩაგრებით, ეს საკითხი როგორმე უნდა დარეგულირდეს“, - აღნიშნავენ მასწავლებლები.

პედაგოგთა ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ კამათობენ საათების განაწილებაზე მასწავლებლები და რატომ ბრალდება ეს ყველაფერი დირექტორს.

„მსმენია კოლეგების მხრიდან დირექტორის მიმართ უკმაყოფილება საათების არასამართლიანად გადანაწილებაზე. დირექტორი არ უნდა ანაწილებდეს საათებს, ეს უნდა ხდებოდეს კათედრაზე, თანაბრად და კოლეგიალურად, თუ ვინმე თავს დაჩაგრულად იგრძნობს, მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს დირექტორი ობიექტურად“.

ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს.

„ეს საკითხი სულ განსახილველი და საკამათოა, უკვე შევეჩვიე, რომ ყოველ ზაფხულს ამ თემაზე უნდა იყოს უკმაყოფილება ჩვენს სკოლაში, ხშირად სტატუსიანი მასწავლებლებიც არ მსჯელობენ კარგად, რადგან ერთმანეთს ეჯიბრებიან და იციან, რომ რაც მეტი საათი ექნებათ, მეტ ანაზღაურებას მიიღებენ, დანამატის ასაღებად 15 საათიც საკმარისია, მაგრამ 25 საათს ითხოვენ“.

„სხვა სკოლაში არ ვიცი რა ხდება, ჩვენს სკოლაში კი სრულ დატვირთვამდე ყველას აქვს საათი, შემდეგ ხდება დამატებითი საათების გადანაწილება და ესაა ხოლმე წყენის მიზეზი კოლეგებს შორის. ჩემი აზრით, მთავარია, რომ მასწავლებელს საკმარისი საათი ჰქონდეს, რათა დაერიცხოს სტატუსის დანამატი, დანარჩენი, ვფიქრობ, კოლეგიალურობის საკითხია“.

შეგახსენებთ, რომ საათების განაწილების თემაზე ეროვნულ სასწავლო გეგმაში გასულ წელს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც დირექტორი ვალდებულია სტატუსიან მასწავლებლებს სრულ დატვირთვამდე გაუზარდოს საათები.

კანონის მიხედვით, სრული დატვირთვა დაწყებითების პედაგოგებისთვის 13 საათით განისაზღვრება, სხვა საგნის პედაგოგებისთვის - 15 საათით.

„საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება