სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„პანდემია აუცილებელი ყოფილა, რათა მშობლებთან კომუნიკაცია მაქსიმალურად ამოქმედებულიყო“ - წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად ველიაძე
15-06-2021
-
+


განათლების სფროში არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ კომპეტენტური ადამიანების მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როდესაც აქტუალურ თემებს სკოლის დირექტორები ეხმაურებიან. ვინ, ვინ და, მათ ყველაზე უკეთ უწყიან პედაგოგებსა თუ მოსწავლეებთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი და მათი გადაწყვეტის გზებზეც სრულიად ობიექტურად, პროფესიული კუთხით მსჯელობენ. შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად ველიაძე  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- სიძნელესთან შერკინება, მუხლშეუხრელი შრომა, „მეორე სუნთქვის“ ამოქმედება იწვევს განცდას, შესაძლებელია იმაზე მეტი, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია. პანდემიით გამოწვეული სწავლების მეთოდების ცვლილებისადმი გაუცხოებული დამოკიდებულება პროცესში მუდმივმა ჩართვამ, ინტენსიურმა კომუნიკაციამ სასკოლო საზოგადოებასთან (თითეულ მშობელთან და მოსწავლესთან) გამოიწვია იმ გზების წინა პლანზე წამოწევა, რა გზებიც იყო თითეულის პოტენციაში (პოტენცია, რომელსაც ჩვეულებრივ რეჟიმში სამწუხაროდ ხშირად ვერ ვამჩნევთ).

საინტერესო გამოწვევაა დარჩა სველი წერტილების მოწასრიგება. დამტკიცდა, რომ   საბჭოთა სისტემამ ვერ შეძლო სველი წერტილების მოწესრიგება და covid19-მა მშვენივრად მოახერხა. კომპიუტერის „მაუსთან“ შიში თაგვისადმი შიშს წააგავდა და ეს შიში დავამარცხეთ. ბევრი მენტალურ ჩვევად ქცეული სახასიათო ნიშნები გვაქვს ქართველებს და ალბათ რაღაც მსგავსი გვესაჭიროება, რათა ფსიქიკაში შევცვალოთ რამდენიმე ელემენტი-პროცესი.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- პანდემია აუცილებელი ყოფილა, რათა მშობლებთან კომუნიკაცია მაქსიმალურად ამოქმედებულიყო. საგაკვეთილო პროცესში ვახერხებდით სათქმელის პირდაპირ მშობელთან მიტანასაც (რადგანაც ფარულად დიდი წილი მშობლების შვილების დისტანციურ გაკვეთილს ან პასიურად უსმენდა, ან კარნახსაც კი ახრხებდა.ასევე მშოველი პირდაპირ იყო მასწავლებლის „შემმოწმებელიც“ და პასუხისმგებელი შვილის შროამზე.)

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- რჩევის მიცემა განსაკუთრებით უყვართ ადამიანებს. რამდენჯერმე იმუშოან „თავზე ზემოთ“... იყვნენ მაქსიმალურად კრიტიკულები საკუთრი თავისადმი და იგრძნონ, რომ მათში უსასრულობაა. საგამოცდო პროცესისას კი გაერთონ. ისიამოვნონ პროცესით, დასცინონ შემხვედრ  სირთულეს ერთ პოზიტივზე კი შეჰყვირონ „ასეც ვიცოდი“. (საკუთრი თავის მოტივისთვის გამოიყენეონ მარტივი ფორმულები). შედეგი მეორეხარისხოვანად ჩათვალონ, პროცესით სიამოვნება იყოს პრიორიტეტი. 

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების არსებული  ფორმა აუცილებელია ცხადია ცვლილებებით, მეტი დახვეწით. სასურველი იქნება პლატფომა, სადაც აპლიკატი სურვილსამებრ ყოველთვის შესძლებს საკუთარი თავის გადამოწმებას, რათა ხშირად შენიშნოს ხაზი განვითარებისა.
     
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- ორიენტირები ძირითდად არ შეცვლილა. ძირითდი მაიორინტირებელი მომავალში ეკონომიკური უზრუნველყოფის შესაბამისი სპეციალობებია. მაგ: მათემატიკური მეცნიერების სიყვარული გამოიყენება ეკონომიკური სპეციალობებისთვის, საზღვაო სფეროში კარიერის შექმნისათვის. ქიმიისადმი სიყვარული სამედიცინო სფეროს არჩევანს იწვევს. პოტენციით მათემატიკის პროფესორი შეიძლება მოგვევლინოს გემთწამყვანად, როცა შესაძლებელია საინჟინერო საქმიანობით ახალი ტიპის გემის შექმნაც კი.
რეპლიკის სახით ვიტყვი, მრავალ სპეციალობათა არჩევანის შესაძლებლობამ ბევრი ააცილა შინაგან კომფორტის შესაბამის სპეციალობას.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ხშრად აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ზოგადი სოციალური, არასტაბილური ფონი. შესაბამისად წინაპლანზე თავს იყრის ბევრად მეტი წვრილმანი ცდომილებები და ძნელია მკაფიო კარგზე კონცენტრირების შენარჩუნება. იმის თქმა მინდა, რო დიდი იდეისკენ თუ მივდივართ, გახეული ფეხსაცმელი კონცენტრირებას ვერ უნდა იწვევდეს...

ამბობენ, „მსოფლიო წიგნებით იმართება და არა მხეცებით“. დავამატებ, საშიშია მხეცების მიერ დაქირავებულ მწიგობართა მმართველობა!  განათლებულს კი მხეცები ვერ დაიქირავებენ. ამიტომ განათლება ჩამოვაყალიბოთ ასე: განათლება არის ღვთის მორჩილებით საკუთარი თავის ხალხზე მიქირავება, დანარჩენი (ცოდნის ოდენობა) მხოლოდ  ეგოს დაკმაყოფილებისთვისაა!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება