სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

USAID-მა განათლების „მომავლის თაობის“ 7 წლიანი პროგრამა დაასრულა - სამოქალაქო ინიციატივებში მონაწილეობა 171.980 - მა მოსწავლემ მიიღო
14-06-2021
-
+


USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელიც 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა. ორგანიზაციამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ჟურნალისტებს 7 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები გააცნო. 

„2011 წლიდან დღემდე USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამებმა დახმარება გაუწია 1450 სკოლას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ პროგრამების მიზანი იყო: სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდა, რაც დადებითად აისახება საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე.

ვიმუშავეთ სამი მიმართულებით, სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის: ხარისხიანი დამხმარე სახელმძღვანელოები და სასწავლო რესურსები; პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა; მოსწავლეთათვის ნასწავლის პრაქტიკაში გადატანის ხელშეწყობა (პროექტული სწავლება)

პედაგოგთა პროფესიული განვითარება - ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“ გაიარა სამოქალაქო განათლების 1,918-მა პედაგოგმა;

დამხმარე სახელმძღვანელოები, სასწავლო რესურსები - 1,450 სკოლას გადაეცა სამოქალაქო განათლების 267,582 სახელმძღვანელო და 27,656 სასწავლო  რესურსი (მათ შორის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც); 

კეთებით სწავლება - მოსწავლეთა პროექტები - 171,980 - მა უფროსკლასელმა მიიღო მონაწილეობა სამოქალაქო ინიციატივებში, მოსწავლეების მიერ გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, სკოლის დირექტორებმა და სხვა საჯარო უწყებების ხელმძღვანელებმა მიიღეს 1069 გადაწყვეტილება;

დაფინანსდა მოსწავლეთა, პედაგოგთა და სკოლის დირექტორთა მიერ წარმოდგენილი 872 პროექტი. პროექტებით მოსარგებლე ადამიანთა რიცხვმა შეადგინა 361.823 პირი. ჯამურად პროექტებზე გაიცა 465.053 აშშ დოლარი“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ წარმოდგენილ შემაჯამებელ დოკუმენტში, რომლის პრეზენტაციაც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ხელმძღვანელმა მარინა უშვერიძემ გამართა.

აღსანიშნავია, რომ USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში პიტერ ვიბლერი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიჯვარის საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს პროგრამის წარმატებით დასრულება.

„მე ძალიან ვამაყობ და დიდი შთაბეჭდილებით ვარ დღეს ამ ღონისძიებაზე. ეს არის ყველა ბავშვისთვის ინსპირაცია, რომ გააკეთონ მეტი. ეს ყველაფერი არის ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მათ შეიძინონ მეტი უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომელის გამოყენებასაც შემდგომში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ. usaid - ამაყობს, რომ შესაძლებლობა აქვს მხარი დაუჭიროს მსგავს პროგრამებს.

პროგრამა ყველაზე დიდხანს საქართველოში და თქვენს ქვეყანას უკვე თავად შეუძლია ეს გამოცდილება გაუზიაროს სხვებს. მათ დაანახოს რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამის წარმატება პასუხისმგებლობიანი მომავალი თაობის აღსაზრდელად, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამაში მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადეგენელთა ჩართვა და მხარდაჭერა.

„მომავლის თაობა“ წარმატებულად დავასრულეთ, მაგრამ USAID აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მუშაობას, რათა ერთობლივად შევიმუშაოთ ახალი პროგრამა, რომელიც გააგრძელებს საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლების უნარ-ჩვევების გაძლიერებას“ - აღნიშნა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

4 სახარებისეული მოვლენა, რომელსაც  დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებლური სამყარო იხსენებს

„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“... - 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები“...

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება