სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ „შემოქმედის“ შემაჯამებელი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა
14-06-2021
-
+


23 აპრილის წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ „შემოქმედის“ (ხელმძღვანელი მზია ბაიდოშვილი) მიერ დაგეგმილი დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

აქტივობა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა. მას ესწრებოდნენ მუზეუმის თანამშრომლები, კლუბის როგორც მოქმედი წევრები, ისე მომავალი თაობა და სკოლის მასწავლებლები.

„XII კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს კლუბის რამდენიმეწლიანი მუშაობა. გაიხსენეს განხილული წიგნები, კიდევ ერთხელ გამოკვეთეს ის საკვანძო საკითხები, რომლებიც ამა თუ იმ ნაწარმოებში იყო გაშუქებული. აქედან გამომდინარე, მსჯელობა მრავალფეროვნად წარიმართა. ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: ძალადობა, ჰუმანიზმი, ქორწინება სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს შორის, წიგნის კითხვის აუცილებლობა, ინდივიდუალიზმი, ომის საშინელებები, ცრურწმენები და სხვა.

ღონისძიების დასასრულს, მომავალი თაობა გამოემშვიდობა კლუბის უკვე ყოფილ წევრებს. მიულოცეს სკოლის წარმატებით დამთავრება და მადლობა გადაუხადეს მათ გაწეული შრომისათვის.

XII კლასის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თინა ნაზრიშვილმა და სკოლის დირექციამ წარმატებულ სკოლადამთავრებულებს საჩუქრად გადასცეს წიგნები და გზა დაულოცეს.

მკითხველთა კლუბის სახელით მადლობას ვუხდით წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით გაწეული შრომისთვის ყვარლის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებს: თეკლა ჭუნიაშვილი, მარიამ ავაზაშვილი, ანა ირემაშვილი, სოფო მამულაშვილი, ანა კოკორაშვილი, თიკა მაზანაშვილი, მარიამ იორდანიშვილი, ლონდა კობიაშვილი, გიორგი მინდიაშვილი, გუგა ტატურაშვილი, სანდრო ათოშვილი, თამუნა ქორთიევი, ხატია ციხელაშვილი, მარიამ ყრუაშვილი, თამარ სეფაშვილი, მარიამ ბარხუდარაშვილი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება