სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უბადლო ნიჭის შერწყმის შედეგია ჩვენი სკოლის კედლებზე გაჩენილი მამულიშვილური ფასეულობები“ - ინა მეცხვარიშვილი, თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგი
09-06-2021
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის, თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად წინსვლასა თუ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და რაც მთავარია, ძალიან უყვართ საქმე, რომელსაც ემსახურებიან. თბილისის N106 საჯარო სოლის პედაგოგი ინა მეცხვარიშვილი, etaloni.ge-სთან საუბრობს თავის განწყობაზე, სკოლისა და მოსაწავლეებისადმი უსაზღვრო სიყვარულზე. პედაგოგის ნააზრევს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი, როგორც მასწავლებლის მოტივაცია, მწვერვალების დაპყრობის სურვილი ჩემს მოსწავლეებთან ერთად და პროფესიის სიყვარული ერთიათად მიძლიერდება, როდესაც ყოველდღიურად ვაღებ ჩემი სკოლის კარს და შემომანათებს კედლები, რომლებიც, მართლაც არის დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს სკოლის დირექტორის, ბატონი თენგიზ გულორდავას იდეები, ხოლო ამ იდეებისთვის ხორცისშემსხმელი კი უბადლო ნიჭის პატრონი, მისი და ჩვენი, მთლიანი სკოლის მეგობარი, ერთ-ერთი შესანიშნავი მხატვარი, ბატონი დავით ასლანიშვილია. ეს ორი ადამიანი, ყოველ ზაფხულს, უქმე დღეებს სკოლაში ატარებს და ურთიერთთანამშრომლობით სკოლას ჯადოსნურ ადგილს ამსგავსებს. დერეფნებში სიარული სიამოვნებას განიჭებს, ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებს. ზოგი კედლიდან სხვადასხვა ზღაპრის გმირი გიყურებს, ზოგი კედლიდან გალაკტიონი და მერი გესალმება, საქართველოს დროშის ფერებში მოხატული შესასვლელის ჭერი უკვე აღძრავს ადამიანში პატრიოტულ სულისკვეთებას, მარჯვნივ გაიხედავ და დიდი თამარი, თავის ლაშქართან ერთად გიმზერს, წინა კედლიდან კი ილია გესაუბრება თავისი ღრმა მზერით. ქვემოთ ჩაივლი და დიდი იაკობის დედა ენა, ქართული ანბანის ყველა ასო და გამთლიანებული საქართველოს ყველა კუთხე მართლაც საოცრებაა. წელს კი ამ დიდძალ შემოქმედებას, ჩვენი ქვეყნის უკვდავი  ადამიანების შემოქმედების მოტივებზე აგებულ ნამუშევრებიც შეემატა. მარიტა და ფუფალა, სულხან-საბა ორბელიანი, ლუდოვიკო XIV, თავისი კატით, ნიკოლოზ ბარათაშვილი, თავისი „მერანით“, აკაკი წერეთელი, ჰაგიოგრაფიის წარმომადგენლები გვიმზერენ და თითქოს, სასწავლო გარემოსი და ამ პერსონაჟების სამყარო ერთიანდება. და ეს ყველაფერი ჩემი სკოლის კედლებში ხდება. თითქოს რეალურად მოგზაურობ შორეულ წარსულში, მთლიან საქართველოში და უცბად გრძნობ სიამაყეს, ამ ყველაფრის ნაწილი რომ ხარ. თუ არ გინახავთ ჩემი სკოლა, მაშინ გაგიჭირდებათ ამ ყველაფრის წარმოდგენა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დიდ, ძლიერ, მნიშვნელოვან და ნაყოფიერ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენი მოსწავლეების აზროვნებაზე. მათ თვალწინ გადაშლილია ეროვნული ფასეულობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილები და არა გაყინული, „მშრალი“ მომენტებითა და სახეებით, არამედ მთელი თავისი შინაარსობრივი დატვირთვით. ეს ყველაფერი კი, აუცილებლად უნდა ნახოთ. ასე ხდება, როდესაც სკოლის სათავეშია ადამიანი, რომლიც ყოველდღიურად, წელიწადის ყველა დღეს შეუსვენებლად იმის ფიქრშია, თუ საიდან, როგორ, რით გააუმჯობესოს ამ სასწავლო დაწესებულების გარემო. იგი თავის თანამშრომლებსაც მებრძოლი და მონდომებული სულისკვეთებით ავსებს. სწორედ ამ სულისკვეთებისა და უბადლო ნიჭის შერწყმის შედეგია ჩვენი სკოლის კედლებზე გაჩენილი მამულიშვილური ფასეულობები, შემოქმედება, რომელიც ბატონი დავით ასლანიშვილის ხელით არის შექმნილი და თაობის თვალსაწიერის, ცნობიერების გამრავალფეროვნებასა და საკუთარი ქვეყნის სიამაყისა და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა-განვითარებას ემსახურება“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რამდენ გაცდენაზე ინიშნება გამოცდა - აქტუალურ კითხვებს emis პასუხობს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

თითოეულ კლასში გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი ცოდნა და აქტიურობა

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება