სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ნინოწმინდის პანსიონში სოცმუშაკები რჩებიან - ისინი აღსაზრდელებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ
05-06-2021
-
+


სოციალური მუშაკები დარჩებიან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, აღსაზრდელებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ და სამოქმედო გეგმა ამის მიხედვით გაიწერება.

ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც დეპუტატები, საეკლესიო პირები და სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.

როგორც, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ელენე მარტაშვილმა ბავშვთა პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვთა უფლებების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება.

„ჩვენ ვართ ადგილზე, ვაფასებთ ყველა ბავშვის საჭიროებას ინდივიდუალურად. ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება, ან რაიმე აზრის გამოთქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეუძლებელია. ვრჩებით ადგილზე. გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ჩვენი ჯგუფი გაფართოვდა, უფრო ბევრი სპეციალისტია ადგილზე. შედგება თითოეული ბავშვის შეფასება და შემდეგ დაიგეგმება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რაც მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვისთვის.

სოციალური მუშაკები სხვა დამხმარე სპეციალისტებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვის უფლება და ინტერესი იქნეს დაცული“,- განაცხადა ელენე მარტაშვილმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მზად არის, სრულად ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან.

რაც შეეხება დაწესებულებაში სახალხო დამცველის შესვლას, დეპუტატის თქმით, ესეც უზრუნველყოფილი იქნება.

„მთავარია ამ ბავშვების უფლებები იყოს უზრუნველყოფილი. გარანტორი არის სახელმწიფო და კანონი. სოციალური მუშაკები წარმოადგენენ სახელმწიფოს და ისინი ამ კომპეტენციის ფარგლებში იმყოფებიან. მთავარი არის, რომ ამ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების უფლებები იყოს დაცული. დაწესებულება მზად არის, სრულად ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან. რაც შეეხება სახალხო დამცველის შესვლას, ეს არის კანონიერი კომპეტენცია და უზრუნველყოფილი იქნება.

ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული სკეპტიციზმი არის დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან და ეს საკითხიც მოწესრიგდება. ჯერ არ არის მოწესრიგებული. მე არ მგონია, რომ ომბუდსმენი არ ენდობა სოციალურ მუშაკებს. სახელმწიფოს სხვადასხვა მექანიზმი აქვს. ომბუდსმენის მონიტორინგის მექანიზმიც უნდა განხორციელდეს, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, სოციალური მუშაკების ყოფნით ბავშვების უფლებები დაცული იქნება. წლებია, ომბუდსმენი ვერ ახორციელებს მონიტორინგის, ეს განგრძობითი პრობლემაა და უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრო­ის­თვის პან­სი­ო­ნის და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი 16-მა ბავ­შვმა გა­მოთ­ქვა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება