სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
27-05-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

„საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ფატმან კლდიაშვილი) ისაუბრეს საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ. ასევე ისაუბრეს საქართველოს სახელმწიფოებრივი აქტის მიღების, რეფერენდუმზე დასმულ კითხვაზე, და რას ნიშნავდა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ ლამაზ დღეს მოეფერნენ ლექსებითა და სიმღერებით . 
შემდეგ ისტორიის მასწავლებელმა დათუნა გოქაძემ  მოსწავლეებს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მოუწოდა, რომ უყვარდეთ სამშობლო, როგორც შეძლებენ იზრუნონ თავისი ქვეყნისათვის. 

დირექტორმა, ქალბატონმა თინათინ ბეჟაშვილმა ასევე მიულოცა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე. 
ხოლო კლასის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ფატმან კლდიაშვილს მადლობა გადაუხადა მომავალ თაობაში პატრიოტული გრძნობის ჩამოყალიბებისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება