სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ თოდუამ კიდევ ერთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - ყოველწლიურად ფეხბურთში შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდება
26-05-2021
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორმა ზურაბ თოდუამ კიდევ ერთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. დირექტორის გადაწყვეტილებით ყოველ წლის მაისში შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდება ფეხბურთში, გამარჯვებული გუნდი კი სპეციალური თასით დაჯილდოვდება.

„აკ.ტერელაძის სახელობის ქუტირის საჯარო სკოლაში,მიუხედავად პანდემიისა, ყველა რეკომენდაციის დაცვით,ბევრი ლამაზი ღონისძიება ტარდება, მოხდა პროექტებისა და პრეზენტაციების წარმოდგენა, შიდა სასკოლო ოლიმპიადაში ბევრი გამარჯვებული გამოვლინდა, ბიბლიოთეკაში დასამახსოვრებელი და თემატურად მრავალფეროვანი ღონისძიება გაკეთდა მაგრამ, როგორც ყოველთვის, სპორტული ღონისძიებანი მოსწავლეებისათვის მეტი მოტივაციისა და სტიმულის მიმცემია.

ჩვენი სკოლის ბავშვების შედეგები სპორტის სხვადასხვა სახეობებში ცნობილია მთელს მუნიციპალიტეტში და შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ არ ვღალატობთ ტრადიციებს და პირველობას წლებია არავის ვუთმობთ ფეხბურთსა და მძლეოსნობაში.

ამ დღეებში, უფრო ზუსტად 13 მაისს, სკოლის დირექტორის ზურაბ თოდუას ინიციატივით გადაწყდა ყოველი წლის მაისში ჩატარდეს შიდა სასკოლო პირველობა ფეხბურთში და სკოლის გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდეს გარდამავალი თასით, რომელზედაც ამოტვიფრული იქნება წარწერა „1981 წლის 13 მაისი“. ყველასთვის ცნობილია, რა მოხდა - თბილისის ,,დინამომ'', ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა „კარლცეისთან“ და გახდა ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ამ ისტორიული მატჩიდან 40 წელი გავიდა. სწორედ ეს იყო ტრადიციის დაფუძნების მიზეზი, მიზანი კი ერთია - ახალგაზრდებს შევახსენოთ წარსული დიდება, საფეხბურთო მიღწევები და რომ შრომის გარეშე ძნელია გამარჯვების გვირგვინი მოიპოვო.

ზურაბ თოდუამ სპორტის მასწავლებელთან გიორგი რუხაძესთან ერთად გამოაცხადა საფეხბურთო კვირეული სკოლაში და გუნდებს წარმატება უსურვა. საინტერესო და სანახაობრივად ლამაზი აღმოჩნდა ფინალი. ერთმანეთს შეხვდნენ მე-10 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მერვე კლასელებმა გვაჩვენეს, რომ ღირსნი იყვნენ გამარჯვებისა, მეათე კლასელებმა კი დაიმსახურეს გამარჯვება,მათსვე გადაეცათ გარდამავალი თასი. ამით კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი ქუტირის საჯარო სკოლაში. ეს ხელს შეუწყობს ბავშვებში ფეხბურთის პოპულარიზაციას (აღარაფერს ვამბობთ სხვა ასპექტებზე!),იმ „დინამოელების“,სახელოვანი ბიჭების გახსენება-გაცოცხლებას, რომელთაც უდიდესი სიხარული, დაუვიწყარი გამარჯვება აჩუქეს ქართველ ერს. ამ საარაკო დღის შესახებ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრეს ზურაბ თოდუამ, გიორგი რუხაძემ.

ვინ იცის,იქნებ ჩვენს სტადიონზე დარბის მომავალი დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, ალექსანდრე ჩივაძე, დავით მუჯირი, რამაზ შენგელია, ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა...

სხვათა შორის, ჩვენი მოსწავლეები მერამდენე წელია ელოდებიან სპორტული დარბაზის გარემონტებას... დაპირებაც არის და დაპირებაც! იმედიც კარგია,მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული... არადა, მართლა როგორი მიღწევები გვაქვს?! - შე-სა-შუ-რი!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება