სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს მასწავლებელს სტატუსი კრედიტქულების დაგროვების გარეშე
18-12-2017
-
+


მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლების ოთხ სტატუსს განსაზღვრავს: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი.

თითოეული სტატუსის მინიჭებისთვის მასწავლებლებმა საჭირო კრედიტქულები უნდა დააგროვონ. ყოველი მომდევნო სტატუსის მისაღწევად კი  უნდა გაიარონ პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა.

თუმცა არსებობს სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა. რაც შემდეგს გულისხმობს:

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.

Etaloni.ge დაინტერესდა, სქემის ამოქმედების დღიდან, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც მასწავლებელს სტატუსი კრედიტქულების დაგროვების გარეშე მიენიჭა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, მსგავსი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.

„სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა. ვერ გეტყვით, მსგავსი წერილით მიუმართავთ თუ არა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის, თუმცა ფაქტია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არც ერთი პედაგოგისთვის სტატუსი კრედიტქულების დაგროვების გარეშე არ მიუნიჭებია,“ - აღნიშნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი შემდეგი კითხვით დავუკავშირდით - სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევით მინისტრისთვის არავის მიუმართავს თუ მინისტრმა არ დააკმაყოფილა მასწავლებელთა/სკოლის მოთხოვნა? 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის:

„თუ ვინმეს ჰქონდა წერილი/განცხადება შემოტანილი სტატუსის ამ წესით მინიჭებასთან დაკავშირებით, მას პასუხი გაეცემოდა. ჩვენ ინფორმაციას ვერ გავცემთ სხვა პირზე, რადგან ეს პერსონალური წერილია. მინისტრმა თუ რამე თანხმობა გამოსცა, ამ თანხმობას გაუგზავნიდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რადგან სტატუსის მინიჭება მათი კომპეტენციაა,“ - განგვიმარტეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება