სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს“ - სავანეთის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები გააცილეს
25-05-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლია მე-12 კლასის მოსწავლეებს გზას ულოცავს და მათ წარმატებულ მომავალს უსურვებს:

„ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს, ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკილდება, არც სინათლე, პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი დაიწყებს ლაპლაპსა.

ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ უმფროს-უმცროსობა არ იცის, როგორც საყდარი, როგორც ღმერთი, როგორც ეკლესია ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს  ხოლმე გლეხსაც და თავადსაც, ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმინდობილი მივიდეს ცოდნის კარამდე...

საოცარია ცოდნის ხელოვნება, მამიდნ შვილზე გადადის, შვილიდან შვილიშვილზე. დავით გურამიშვილის ლექსისა არ იყოს, ცოდნა  უხილავი საუნჯეა და ყველგან დასდევს მცოდნელსა.  

„ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომცა დაეტარების
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების,
არც  ცხადით  ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების
ჭკვა უხმარ არს ბრიყვთათვის,  ჭკვა ცოდნით მოიხმარების!“

ცოდნით აღჭურვილები არიან  სავანეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, სკოლაში მათთვის უკანასკნელად ჩამოკრა ბოლო ზარმა,  მერხები  ბუშტებითა და ყვავილებით გაეფორმებინათ, სკოლის ფოიე ლამაზად მოერთოთ. მიუხედავად პანდემიისა, არ განელებიათ სწავლისადმი სიყვარული, გამოემშვიდობნენ მასწავლებლებს, საკლასო ოთახებს. სკოლა  მათთვის ბავშობასთან და საინტერესო მოგონებებთან ასოცირდება. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ინგა მიქელაძემ კურსდამთავრებულებს ცხოვრების დიდი გზა დაულოცა და წინსვლა, წარმატებები უსურვა.

გზა მშვიდობისა მეთორმეტეკლასელებო!“ - ვკითხულობთ სკოლის მისალოც ტექსტში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება