სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცრემლიანი თვალებითა და სევდანარევი სიხარულით ემშვიდობებიან მოსწავლეები სკოლის კედლებს“ - ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები გააცილა
26-05-2021
-
+


რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა მეთორმეტე კლასელებს დაემშვიდობა. 

სკოლის ბოლო დღე განსაკუთრებით ემოციური იყო მეთორმეტეკლასელებისა და მათი დამრიგებლისთვის იაგულ აბულაძისთვის, რომელმაც მოსწავლეებს ემოციური და გულისამაჩუყებელი სიტყვით მიმართა. პედაგოგის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

„არ ვიცი, საიდან და როგორ დავიწყო საუბარი, პირადად ჩემთვის რთულია მათთან განშორება, განშორება იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ცხოვრების ნახევარი გავატარე, ვხედავდი როგორ დღითი დღე იზრდებოდნენ და მშვენდებოდნენ. მიხაროდა ყოველი დღის გათენება და მათი ღიმილიანი სახის შემოფეთება, მათი წარმატება ორმაგად მახარებდა და თავს ამაყად ვგრძნობდი. ეს დღე ბედნიერიცაა და სევდა ნარევიც.   

როგორი დიდი მოლოდინით მოელიან მე-12 კლასელები ამ დღეს, ბოლო ზარის დღეს, რომელიც მათთვის დაუვიწყარი ფურცლად იქცევა, ცრემლიანი თვალებითა და სევდანარევი სიხარულით ემშვიდობებიან მოსწავლეები სკოლის კედლებს, აღმზრდელ მასწავლებლებსა და ბავშვობის ლამაზ, უზრუნველ წლებს.

ამასთანავე უხარიათ ახალ საფეხურზე ფეხის გადაბიჯება! იხსენებენ ყოველივე იმ ბედნიერ წუთებს , როგორ მივიდნენ სკოლაში, ვინ იყო მათი პირველი მასწავლებელი, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ გამოიყურებოდნენ.. რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და რა დასანანია, რომ მთავრდება! მთავრდება მხოლოდ ბავშვობის ხანა სკოლა და ის წკრიალა ზარის ხმა რომელიც ყოველთვის თქვენს მეხსიერებაში წარუშლელ და სასიამოვნო მოგონების კვალს დატოვებს.

ვფიქრობ, ჩემო ერთგულო მეგობრებო, აწ უკვე მეთორმეტე კლასელებო, მოსაწყენად არ გცალიათ, რადგან წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება გელით! ჩვენ თქვენში ვხედავთ მომავალს, მომავალს რომელსაც ქვეყნის გაძლიერება და თანადგომა შეუძლია. 

გიყურებთ და გული მიჩუყდება მინდა ყოველ თქვენგანს მოგეხვიოთ, გისურვოთ წარმატებები თქვენი ცხოვრების გზაზე! ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ და უეკლო გზებით გევლოთ, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!

ყველა კურსდამთავრებულს და განსაკუთრებით კი ჩემს სადამრიგებლო კლასს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! გზა მშვიდობისა მეთორმეტე კლასელებო!

დიდი სიყვარულით კლასის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იაგულ აბულაძე... თურმე როგორი რთული ყოფილა თქვენთან განშორება. კიდე ერთი ღირსეული თაობა აღიზარდა რუსლან მელაძის სახელობის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის კედლებში“, - აღნიშნავს პედაგოგი იაგულ აბულაძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება