სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროექტი „მხიარული გაკვეთილები კვებაზე“ ფართოვდება
18-12-2017
-
+


გლობალურ პროგრამაში „ნესტლე“ ჯანმრთელი ბავშვები - მხიარული გაკვეთილები კვებაზე” თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ხუთი ახალი სკოლა ჩაერთო. პროგრამის პილოტირება 2011 წლიდან დაიწყო, რაც მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონკრეტულად კი ჯანსაღი კვების, ჰიგიენისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას გულისხმობს. პროექტში სულ საქართველოს 36 სკოლის 6 858 მოსწავლე მონაწილეობს და მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა.

პროექტში ასევე ჩართულები არიან სკოლების პედაგოგები, რომლებსაც ყოველწლიურად უტარდებათ ტრენინგები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და პროექტის ფარგლებში შემუშავებული მასალა უფასოდ გადაეცემათ. კერძოდ: სახელმძღვანელოები II და III კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მოიცავს გაკვეთილებს, ვიქტორინებსა და სავარჯიშოებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ; მეთოდური სახელმძღვანელო II და III კლასის დამრიგებლებისთვის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გაკვეთილებისა და ვიქტორინების ჩატარების შესახებ; ვიზუალური, შემეცნებითი მასალა მშობლებისთვის.

პროგრამას ახორციელებს ააიპ „ჰელსი ჯენ“ („Healthy Gen“) კომპანია „ნესტლე საქართველოს“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება