| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა, კონკრეტულად კი მოსწავლეების შეფასების ნაწილში. დოკუმენტში, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს, გაწერილია, რომ მოსწავლეებმა, რომელთა გაცდენებიც აღრიცხულია გაკვეთილზე დასწრების ჟურნალში და ეს მაჩვენებელი საგანში 30%-ზე მეტს შეადგენს, უნდა ჩააბარონ შემაჯამებელი კომპლექსური დავალება:
„2020-2021 სასწავლო წელს საბაზო-საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, შეფასდებიან შემაჯამებელი-კომპლექსური დავალების საფუძველზე. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ“.
რაც შეხება შეფასებას, სწორედ მიღებული შედეგი იქნება წლიური ქულა: „შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“.
რაც შეეხება სსსმ მოსწავლეებს, ახალი დოკუმენტის თანახმად, „„2020-2021 სასწავლო წელს სსსმ მოსწავლის მიმართ მოქმედებს 567 მუხლით განსაზღვრული პირობები. სსსმ მოსწავლეებისათვის შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით“.
სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას