სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, სკოლებში მასშტაბური კამპანია იწყება
15-12-2017
-
+


ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, მასშტაბური კამპანია იწყება. ამის შესახებ განათლებისა და კულტურის მინისტრებმა თბილისის N45 საჯარო სკოლაში ისაუბრეს.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალი ადამიანური კაპიტალია და ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის. სწორედ ამიტომ, 2018 წლის იანვრიდან კამპანია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას მოიცავს. სპორტულ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან ყველა ასაკის მოსწავლეები საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად. 

სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სკოლის დონეზე გამარჯვებული მოსწავლეთა გუნდები შეჯიბრს სხვა სკოლის მოსწავლეებთან გამართავენ, შემდეგ კი, საქართველოს პირველობისთვის ასპარეზობაში ჩაერთვებიან. ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში უკვე ევროპელ თანატოლებს შეეჯიბრებიან.

კამპანიის წარმატებით წარმართვისთვის უკვე არსებობს საფუძველი, რადგან სამი წელია წარმატებით ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი - „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“, რომელიც სპორტის 7 სახეობას მოიცავს და მასში 350 სკოლის 12 000-მდე მოსწავლეა ჩართული. წელს კი, 1700-მდე სკოლის 100 000 მოსწავლე ცდილობს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვოს. შვიდივე სახეობის გამარჯვებული გუნდი  მსოფლიო სასკოლო თამაშებზე მიემგზავრება.

მოსწავლეთა სპორტულ შეჯიბრებებში მასობრივად ჩართვა, ახალგაზრდებს არა მხოლოდ თავისუფალი დროის სწორად განკარგვაში დაეხმარება, მოახდენენ სტიმულირებას ენერგია განათლებასა და სპორტში დახარჯონ, იყვნენ  განათლებულნი და სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღნი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება