სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიძლება თუ არა COVID-19-ის აცრის გაკეთება ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის დროს?
05-05-2021
-
+


COVID-19 ვაქცინების შესახებ საზოგადოებაში არაერთი კითხვა ჩნდება. ვაქცინის გაკეთებას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან ორსულები და დედები, რომლებსაც შვილები ბუნებრივ კვებაზე ჰყავთ.

etaloni.ge - გთავაზობთ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ინფორმაციას, არის თუ არა უსაფრთხო COVID-19-ის ვაქცინის გაკეთება ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში.

შეიძლება თუ არა COVID-19-ის აცრის გაკეთება ორსულობის დროს?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად COVID-19-ით მძიმედ დაავადების რისკი დაბალია, ორსულობა თქვენს რისკებს ზრდის.

COVID-19-ის ვაქცინით ორსული ქალების აცრის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საკითხები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, მაგრამ არ არსებობს რაიმე ცნობილი მიზეზი, რომელიც ორსულთა ვაქცინაციით მიღებულ სარგებელს გადაწონის. ამის გამო, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, აცრა შეიძლება გაუკეთდეთ იმ ორსულ ქალებს, რომლებსაც COVID-19-ის ზემოქმედების მაღალი რისკი (მაგ., სამედიცინო მუშაკებს) ან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვთ, რომლებიც COVID-19-ით მძიმედ დაავადების რისკს ქმნიან. 

შეიძლება თუ არა ავიცრა თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე მყავს?

მკვლევარები ამჟამად სწავლობენ COVID-19-ის ვაქცინაციის გავლენას მეძუძურ ქალებზე, მაგრამ ამ დროისთვის ინფორმაცია ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს მეძუძური ქალების აცრას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში შედიან, მაგალითად მათთვის, ვინც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. ძუძუთი კვება შეიძლება იმუნიზაციის შემდეგაც  გაგრძელდეს და იგი თქვენი ბავშვის დაავადებებისგან დაცვისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების  ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად რჩება.

საჭიროა თუ არა ბავშვების აცრა COVID-19-ის ვაქცინით?

ბავშვების იმუნური სისტემა განსხვავდება ზრდასრულთა იმუნური სისტემისგან და შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მათი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. დღეისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული COVID-19 ვაქცინები არ არის რეკომენდებული 16-18 წლამდე ასაკის პირებისთვის, მაშინაც კი, თუ ისინი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ბავშვებზე COVID-19-ის ვაქცინის ზემოქმედება შესწავლილი არ იყო ვაქცინების საწყისი კვლევების დროს. ამიტომაც ამჟამად COVID-19-ის წინააღმდეგ 16 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არსებობს. საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება. ჩვენ განვაახლებთ ჩვენს რეკომენდაციებს მას შემდეგ, რაც ასეთი კვლევები ჩატარდება და მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. 

ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ბავშვს რუტინული საბავშვო აცრები ჩაუტარდეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება