სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინში- რიტუალს ვაქცინირებული პირები ესწრებიან
01-05-2021
-
+


იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, მორწმუნეები წმიდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის ემზადებიან. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი, ისევე როგორც გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში ტარდება.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დღეს, დილის 9-დან-10 საათამდე უნდა მისულიყვნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენელები კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში უშვებენ. ვისაც არ აქვს გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩებიან.

იერუსალიმის ძველ ქალაქში უსაფრთხოებას დაახლოებით ათასი პოლიციელი იცავს. 

ცოტა ხნის წინ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიო რელიგიების დეპარტამენტის დირექტორმა შარონ რეგევმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, 1 მაისს, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შესვლას შეძლებს არაუმეტეს 2500 ადამიანი, რომლებიც უსაფრთხოების „მწვანე სტანდარტის“ რეკომენდაციებს დააკმაყოფილებენ. 

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ, დიდ შაბათს ტაძარში 9 000- მდე მორწმუნე იმყოფება. შარშან, რიტუალს მომლოცველები ვერ დაესწრნენ. 

იხილეთ ასევე - წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე, აღდგომის ტაძარში, 2500 მორწმუნეს დაუშვებენ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება