სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები გაიმართა
27-04-2021
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მე-3, მე-4 და მე-5 კლასებში პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლისა და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის, თამარ სამსონიძის ორგანიზებით ინფორმაციული აქტივობები გაიმართა.

შედეგად, მოსწავლეებმა გაიგეს, რომ:

22 აპრილს მსოფლიო „დედამიწის დღეს“ აღნიშნავს. 1990 წლიდან ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება. მწვანე ეკონომიკა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, პლასტიკის მოხმარების მინიმუმადე შემცირება, ხარისხიანი საწვავი  და კიდევ არაერთი მიმართულება ის სახელმწიფო პრიორიტეტებია, რომელმაც გარემო დაბინძურებისგან უნდა დაიცვას. 

ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდა.  ახალი თანამედროვე მიდგომების დანერგვა არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გარემოსდაცვითი კუთხით.ჩვენ ყველა ერთად ვქმნით გარემოს და ამ გარემოზე პასუხისმგებლობა ყველას გვაკისრია.

დედამიწის დღის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, რომელიც ადრეული ასაკიდან ყალიბდება და მოსწავლეებთან ერთად ამ დღის აღნიშვნა და მათი გარემოსდაცვით აქციებში ჩართულობა მნიშვნელოვანია. 

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც აშშ-ში საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება,რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 192 ქყვენის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად  ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდაცვითი სენატორის,გეილორდ ნელსონის მოწოდებას,დაეცვათ დედამიწა,20 მილიონი ადამიანი შეუერთდა.
 
აქცენტი გაკეთდა 3R-ის პრინციპზე:

REuse
Recycle
Reuse (მეორადი გამოყენება) - გულისხმობს რესურსების ხელმეორედ გამოყენებას
REduce(შემცირება) - გულისხმობს რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენების წარმოებას.
REcycle( გადამუშავება) - ნარჩენების ხელახალი გადამუშავება მათგან ახალი პროდუქციის მიღების მიზნით. დღეს უკვე არსებობს 4R-ის პრინციპი ანუ მე-4 ნარჩენების გარდაქმნა ელექტროენერგიად.  ნარჩენების დახარისხება: ორგანული, პლასტმასი, მინა,ქაღალდი.

მოსწავლეები ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელის მიერ წარდგენილი PowerPoint პრეზენტაციების მეშვეობით კიდევ არაერთ საინტერესო ფაქტს გაეცნენ.
     
მოეწყო ვიდეო ჩვენებები. მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით სახალისო სიმღერები შეასრულეს და წაიკითხეს ლექსებიც. ისინი შეეცადნენ სწორი პასუხები დაეფიქსირებინათ დედამიწის დღესთან დაკავშირებულ ქვიზში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება