სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო“ - რგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ღია სივრცეში გამართეს
23-04-2021
-
+


„ო, ენავ ჩემო“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიება სკოლის ეზოში დისტანციის დაცვით, ლამაზად გაფორმებულ გარემოში ჩატარდა. დირექციამ ქართული ენისა და ლიტერატუის პედაგოგს, მაკა ხვედელიძეს ლამაზი დღის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველა და ყველაფერი სიხარულით ბრწყინავდა, როცა მოსწავლეები სცენაზე იდგნენ და შესანიშნავი დეკლამატორობით, ინსცენირებით სიმღერითა და ცეკვით ეფერებოდნენ მშობლიურ ენასა და სამშობლოს.

ამ დიდებულ დღეს სკოლამ თავისი ღვაწლმოსილი პედაგოგი, ლოლა მაღრაძეც გაიხსენა, რომლის დაბადების დღე 14 აპრილსაა.

პანდეემიის ფონზე სკოლის ეზოში დისტანციის დაცვითა და ბავშვების შემოქმედებითი ჩანაფიქრით გაფორმებული ღონისძიება მართლაც ძალიან საინტერესო და ორიგინალური გამოვიდა. მაყურებლები მათთვის სპეციალურად მონიშნულ „ყვავილებში“ იდგნენ. „აი ია“ კი დაბადების დღის აქსესუარებით გაფორმებულ სცენაზე იწონებდა თავს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ხემძღვანელს, ქართული ენისა და ლიტერატუის პედაგოგს, მაკა ხვედელიძეს ამ ლამაზი დღისთვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება