სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა და ჩვენ“ - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
22-04-2021
-
+


„დედამიწა და ჩვენ“ - ამ დასათაურების ქვეშ გაერთიანდა პროექტი, რომელიც აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ დედამიწის დღეს მიუძღვნა. პროექტს ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან კვარაცხელია ხელმძღვანელობდა.

ეკოკლუბ „ბუნების ქომაგების“ წევრებმა წარმოადგინეს რეფერატები და პრეზენტაციები.

აქტივობებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ:  

„გლობალური დათბობა“ - ამ თემაზე წარმოადგინეს პროექტი XI კლასის მოსწავლეებმა: ანი ხარჩილავა, ანი ქოჩქიანი, მარიამ ეგაძე. ხელმძღვანელი - ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან კვარაცხელია.

მეცხრე კლასის მოსწავლემ, ნინო ტატინაშვილმა პროექტი მოამზადა თემაზე: „დედამიწის დღე“. ხელმძღვანელი - ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან კვარაცხელია.

მეათე კლასელმა ლიზა თამაზოღლიმ შექმნა პროექტი: „დედამიწა და პოლიეთილენი“. ხელმძღვანელი - ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან კვარაცხელია).

„წყალი დედამიწაზე-ფიზიკური პროცესები“ - ამ თემით, პროექტი შექმნა ვალერიან ნიკოლავამ, რომელიც მერვე კლასის მოსწავლეა. ხელმძღვანელი - ფიზიკის მასწავლებელი იური გულუა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ნორჩმა ეკოკლუბელებმა გაითამაშეს როლური თამაში- „დედამიწის ბინადარნი“. შეხვედრა/პრეზენტაციას სკოლის დირექცია ესწრებოდა. სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები და აღნიშნა: „დედამიწის დღის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, რომელიც ადრეული ასაკიდან ყალიბდება და მოსწავლეებთან ერთად ამ დღის აღნიშვნა და მათი გარემოსდაცვით აქციებში ჩართულობა მნიშვნელოვანია“.

დღესვე აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბუნების ქომაგების“ ინიციატივით, „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი პროექტის ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლებისგან დაბინძურებული ადგილები მოსუფთავდა. მოზარდებმა სკოლის პატარა საყვავილე კეთილმოაწყვეს და დარგეს სხვადასხვა მცენარეები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება