| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბერიძე და გორის მუნიციპალიტეტის, ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აწკარუნაშვილი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ იმასთან დაკავშირებით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება და რამდენად მზად არის სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?
შორენა ბერიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი:
- სოციალური მუშაკების ინტეგრირება სასკოლო ცხოვრებაში, ხელს შეუწყობს დროულად აღმოაჩინონ პრობლემები და გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით.
ცირა აწკარუნაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის, ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორი:
- დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა სკოლაში უნდა იყოს ექიმის კაბინეტი. ჩვენი სკოლა დაინტერესებულია ამ საკითხით და შესაბამისი პირობებიც გაგვაჩნია სამედიცინო მომსახურების კაბინეტის ფუნქციონირებისთვის.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში