| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან საინტერესო ნაკეთობები დაამზადეს. მათი მიზანი გარემოზე ზრუნვა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობადობის ამაღლებაა.
„ზერტის საჯარო სკოლის მე-7ა და მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვითი კონკურსის- შექმენი ეკოგმირის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან შექმნეს საინტერესო ნაკეთობები: ეკოსაქართველო, ეკოეზო, ეკოშადრევანი, ეკონატვრისხე, ეკოპინგვინი და ა.შ.
მათი მიზანია გარემოზე ზრუნვა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობადობის ამაღლება. „დავუბრუნოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე“, „დავიცვათ საქართვლოს სისუფთავე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში