| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე 51-ე საჯარო სკოლას სამძიმარს უცხადებას.
აღნიშნულის შესახებ პოსტს გიორგი კაკაბაძე თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს:
„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო. შემაძრწუნებელია იმაზე ფიქრი, თუ რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილი მოზარდების მშობლები და ახლობლები.
მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ!
არც იმ მშობლების მდგომარეობაა მარტივი, რომელთა შვილებიც მონაწილეობდნენ ამ დაპირისპირებაში. დღეს მათ მოუწევთ იკისრონ მომხდარზე პასუხისმგებლობის ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი კანონის, საზოგადოებისა და შვილების წინაშე. ეს მარტივი სულაც არ არის!
მინდა ჩემი თანადგომა გამოვუცხადო 51-ე სკოლას!
მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რომელთა თვალწინაც იზრდებოდნენ, ყალიბდებოდნენ და ალბათ, ბევრთან მეგობრობდნენ კიდეც ჩვენგან აწ უკვე წასული ყმაწვილები. სკოლას, რომელსაც უამრავი სასახელო ადამიანი აღუზრდია, მიუღწევია უამრავი წარმატებისთვის, დაუნერგავს ბევრი სასარგებლო სიახლე, ყოფილა ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივის ავტორი და დღესაც, ტრადიციისამებრ, წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთ ფლაგმანს, უმძიმეს ტვირთად გაჰყვება ეს ტრაგედია.
მინდა ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ქალბატონ მანანას!
ჩემთვის კარგადაა ცნობილი მისი საქმისადმი ერთგულება, შემართება და ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარული. მან მოკლე ხანში შეძლო სკოლაში ურთიერთობებიც და სკოლის სახელიც ახალ სიმაღლეზე აეყვანა და ეს მის მაღალ პროფესიულ და ადამიანურ ღირსებებზე მეტყველებს.
მინდა თხოვნით მოგმართოთ კოლეგებო. ნუ დავიშურებთ დროს და გამოვხატოთ თანადგომა ჩვენი კოლეგის- ქალბატონ მანანასა და 51-ე სკოლის მიმართ. ჩვენ ხომ კარგად მოგვეხსენება, რა მდგომარეობაშია ახლა დირექტორი და სკოლა, რადგან ჩვენ თვითონ ყოველდღიურად ვიმყოფებით მსგავსი საფრთხეების წინაშე.
ღმერთმა დაგვიფაროს და იხსნას ჩვენი ბავშვები !!!“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება