| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N172 საჯარო სკოლაში 14 აპრილს, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განხორციელდა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ.
ერთ-ერთი მათგანი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ნაზი ნატროშვილის სასწავლო-შემეცნებითი პროექტი: „ილაპარაკეთ, გევედრებით...ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“.
პროექტის მიზანი იყო:
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების გაცნობა უფროს კლასელთათვის ამავე სახელწოდების სახელმძღვანელოს დახმარებით. წიგნში თავმოყრილია იმ ადამიანთა ცოცხალი მოგონებები, რომელნიც აქტივისტები თუ უშუალო მონაწილენი იყვნენ 1978 წელს მიმდინარე პროცესებისა.
დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული ბარბარიზმების მოძიება და მათი ჩანაცვლება ქართული ლექსიკით;
სიტყვათა მარაგის გამდიდრება-გამტკიცების მიზნით, მოსწავლეებმა შედგინეს კროსვორდები, რომლის შექმნისას გამოიყენეს სასწავლო პროგრამის გავლისას შესწავლილი ლექსიკა.
მე-9ა კლასის მოწაფეებმა მცირე სალექციო ფორმატით უმცროს კლასელებს გააცნეს 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციის მიზანი და მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში