სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა აძლიერებს სახელმწიფოს და სახელმწიფო - ენას“ - თბილისის N103 სკოლაში ქართული ენის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა
21-04-2021
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლა ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა ქართული ენის სწავლებას. როგორც სკოლის დირექტორი არჩილ ჩხეიძე აღნიშნავს, სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებაში სოციალიზაცია. ამიტომაც სკოლა ყველანაირად ცდილობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ხელი შეუწყოს ქართული ენის სწავლაში.

„სკოლა მუდამ ზრუნავს, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის იყოს შესაბამისი პირობები სახელმწიფო ენის შესასწავლად და ამავდროულად ვცდილობთ საზოგადოებაც და მოსწავლეებიც დავარწმუნოთ, რომ სახელმწიფო ენის საფუძვლიანი ცოდნა აუცილებელია ქართულ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნავს არჩილ ჩხეიძე,

თბილისის N103 სკოლის პედაგოგი გაიანე პეტროსიანი ერთი წელია რაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ქართულ ენას ასწავლის და როგორც თვითონ აღნიშნავს, ამ ბავშვებისთვის ქართულის სწავლა მისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

გაიანე პეტროსიანის თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნა წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც ბედნიერია, რომ შესაძლებლობა აქვს ქართული ენა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ასწავლოს და მათ განვითარებასა და წინსვლაში მცირე წვლილი შეიტანოს.

„ქართული ენა ისეთივე მრავალფეროვანია როგორც ჩვენი ქვეყანა. სახელმწიფო ენის ცოდნა მნიშვნელოვანია განვითარების, წინ სვლისა და წარმატებისთვის. ენა აძლიერებს სახელმწიფოს და სახელმწიფო აძლიერებს ენას.

სახელმწიფო ენის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის, რადგან ენის გარეშე ისინი ვერ ახერხებენ სოციალიზაციას და სხვადსხვა ტიპის აქტივობებში ჩართვას. ერთი წელი ხდება უკვე რაც ოცნება ავიხდინე და მასწავლებლად ვმუშაობ და დღემდე სომეხი და ზოგადად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ჩემს ცხოვრებაში“, - აღნიშნავს პედაგოგი გაიანე პეტროსიანი.

იხილეთ ვიდეოს ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება