| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი სტელა გიგოლაევა მოხარულია სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირებით. დირექტორი სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობასაც მხარს უჭერს და ამ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.
„სოციალური მუშაკების სკოლაში მუშაობა უზრუნველყოფს კავშირს სკოლას, ოჯახსა და საზოგადოებას შორის. სკოლაში სოციალური სამუშაო ფოკუსირებულია, რომ კოორდინირება გაუწიოს სკოლის, ოჯახის და საზოგადოების ძალისხმევას დაეხმაროს მოსწავლეებს აკადემიურ სფეროში წარმატების მიღწევასა და სოციალური, ემოციური, ქცევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.
სკოლაში მომუშავე სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მოსწავლეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, ხელს უწყობს მოსწავლეების პატივისცემისა და ღირსების განცდის გაზრდას. მოსწავლე, რომელიც სულ უკან ზის და ხმას არ იღებს, შესაძლოა, ყველაზე მეტად უჭირდეს იმიტომ, რომ თავის პრობლემებზე ფიქრობს და აქტიური შეიძლება სწორედ ამიტომ არ არის. ამის იდენტიფიცირება კლასის დონეზე მასწავლებლებმა უნდა შეძლოს. შესაბამისად. სოც. მუშაკის როლიც ამ შემთხვევაში გაიზრდება.
ასევე მოხარული ვარ სკოლაში სამედიცინო კაბინეტების არსებობით. ნებისმიერი მოსწავლე თუ ადამიანი არაფრით არაა დაზღვეული. შესაბამისად, სამედიცინო კაბინეტის არსებობა აუცილებელია“, - აღნიშნავს დირექტორი.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში