სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოვაწყობთ სამედიცინო სივრცეს, თუ იქნება შესაბამისი დაფინანსება“ - მურად მაისურაძე, მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი 
21-04-2021
-
+


თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. სოციალური მუშაკების სკოლებში ინტეგრირება, სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა და რაც მთავარია, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში - თითოეული სკოლის ხელმძღვანელის ამოცანაა და ამ საკითხებზე მათი შეხედულებაც საინტერესოა. ამჯერად, Etaloni.ge მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - მურად მაისურაძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სკოლაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში არსებული პრობლემების მოგვარებას, კერძოდ ურთიერთობას ერთმანეთში, მასწავლებლებთან... ასევე მოაგვარებს სხვადასხვა ქცევით პრობლემებს.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- მიმაჩნია, რომ სკოლაში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა აუცილებელი და ძალიან საჭიროა.სკოლა მზადაა, მოაწყოს სამედიცინო სივრცე, თუ იქნება შესაბამისი დაფინანსება.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- ეს ხელს შეუწყობს სკოლაში მოსწავლეების იმ კატეგორიის ინტეგრაციას, რომელიც არაობიექტური მიზეზების გამო არ დადის სკოლაში.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიოს განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინ-სწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც ძირითადად, ოჯახის მოსაგვარებელია, რა ხელისშემშლელი პირობები არსებობს მოსწავლის გაკვეთილზე არდასწრების. მართალია, არსებობს სოციალური პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება