სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იყო მასწავლებელი უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა“ -  ნაღვარევის საჯარო სკოლის პედაგოგი ქრისტინე ჯავახაძე
21-04-2021
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ქრისტინე ჯავახაძე მასწავლებლის როლზე, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვყენის გაძლიერებაში და მის დაცვაში უდიდესი როლი სწორედ პედაგოგს უჭირავს. etaloni.ge პედაგოგის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ.

„სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყვება ცხოვრების მსვლელობას, მძაფრად განიცდის ეპოქის მაჯისცემას და მუდმივად ზრუნავს იმ ღირებულებების შენარჩუნებაზე, რომლებიც ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

განათლების სისტემა მუდმივად განახლებადია და პასუხობს ეპოქის მოთხოვნებს, მისი სრულყოფილად განხორციელება კი სააღმზრდელო პროცესს და პედაგოგს უკავშირდება. იყო მასწავლებელი ეს უდიდესი პატივია და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა. ქვეყნის ცივილიზაციის წარმატება, უპირატესად მომავალი თაობის აღზრდაზეა დაფუძნებული. ეს კეთილშობილური მისია სწორედ პედაგოგმა იტვირთა და ქვეყნის სტაგნაციის პერიოდშიც, მიუხედავად გაუსაძლისი სიდუხჭირისა, არცერთი დღე არ მიუტოვებია თავისი საქმე და თავისი მოსწავლე, რადგან გააზრებული ჰქონდა, რომ მხოლოდ წიგნიერ მომავალს შეეძლო ქვეყნის გაძლიერება, რომ განახლება უდიდესი საგანძურია, რომლის გასაღებიც დაუღალავი, უანგარო შრომა იყო და რომ სახელმწიფოს დაცვა იარაღით კი არა, ცოდნით არის შესაძლებელი“,- აღნიშნავს პედაგოგი ქრისტინე ჯავახაძე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება