სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“ - გორისციხეს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს
21-04-2021
-
+


„მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“ - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში 14 აპრილს ქართული ენის დღე აღნიშნეს.

„ეს დღე 1978 წლის მოვლენებს უკავშირდება. სწორედ ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

საქართველოში მასობრივი შეკრებები დაიწყო, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა.

თბილისს ასევე შეუერთდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქი და რაიონი.

აღნიშნულმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი კი "დედა ენის'' დღედ გამოცხადდა.

მოსწავლეებმა მსმენელებს გააცნეს ფაქტები ამ ისტორიული დღის შესახებ. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თემატური ლექსები და სიმღერები. შექმნეს კედლის გაზეთები.

მადლობა ჩვენს მოსწავლეებს ასეთი ჩართულობისთვის და პედაგოგებს ღონისძიების ორგანიზებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება