| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ყაზახეთის ქალაქ ალმათის ერთ-ერთი სკოლის ეკოკლუბს დაუმეგობრდა.
კლუბები, ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით შეხვედრები Zoom-ში მართავენ.
„ნინო ბეროშვილმა და ნანა ღვინაშვილმა მოამზადეს პრეზენტაცია საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ასევე ყურადღება გაამახვილეს ზოგადად ქვეყნის კულტურასა და გამორჩეულ მხარეებზე. თანამშრომელი კლუბის წევრებმა დაწვრილებით გააცნეს ინფორმაცია დამსწრეებს თავიანთი ქვეყნის ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. საქართველოსა და ყაზახეთის შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ორივე კლუბის საქმიანობას და უფრო და უფრო მეტ ახალ იდეას შეასხამს ფრთებს. მოსწავლეები ინგლისურ ენაზე ესაუბრებიან ერთმანეთს, ასე რომ, ენობრივი ბარიერი პრობლემას არ წარმოადგენს. კლუბები ერთად გეგმავენ გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში