სიახლეები
სკოლები

„სკოლა მომავალშიც შეეცდება არ ჩამორჩეს ცხოვრების განვითარების ტემპს“- პირველი სვირის საჯარო სკოლა ახალ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება
20-04-2021
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რომლის ფარგლებშიც  პედაგოგები ისმენენ საგნობრივი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს. შეხვედრები ხელს უწყობს და ეხმარება მასწავლებლებს ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო ცხოვრებაში ინტეგრირებაში. 

სკოლა აქტიურადაა ჩართული „ლიდერობის აკადემიის“ კუთხით განსახორციელებელ პროექტებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

მეათე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მარეხ გიორგაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტით - „ერის სულიერი საგანძური“ გათვალისწინებული აქტივობა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს უძველესი ხელნაწერების შესახებ განხორციელებული ტელე - და რადიო რეპორტაჟები. წარმოაჩინეს ხელნაწერების შექმნის ისტორია. აღსანიშნავია პროექტში მშობელთა ჩართულობა.

პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში პირველი სვირის საჯარო სკოლი მასწავლებელმა, მარეხ გიორგაძემ სადამრიგებლო კლასში მოაწყო შეხვედრა თემაზე: „რა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორ და რატომ უნდა დავიცვათ ისინი და რა ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“.

მიღებული ინფორმაციისა და მითითების საფუძველზე მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები და გააკეთეს მოხსენება slide show - ს დახმარებით.

ნინო გელაშვილმა მოამზადა რეპორტაჟი, სადაც ისაუბრა და გააანალიზა გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელიც ცვლის დამწერლობის ისტორიას, ხოლო მაგდა ბაღდაძემ minecraft- ის აპლიკაციაში შექმნა მის მიერ დანახული შატბერდის მონასტერი, ასევე წარმოადგინა პრეზენტაცია slide show-ს  დახმარებით, რომელშიც ისაუბრა ტაო-კლარჯეთის მხარეზე, ტაძრებზე, რომლებიც იქ მდებარეობს და  მათ კულტურულ დანიშნულებაზე.

მეთერთმეტე კლასის დამრიგებელმა, ირინე კვანტრიშვილმა მეთერთმეტე კლასში განახორციელა ონლაინ პროექტი: „ერის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მათი დაცვა“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.

სპორტის პედაგოგმა, ნუგზარ ცხადაძემ, მოაწყო შიდა სასკოლო ტურნირი კალათბურთში. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

„პედაგოგიური კოლექტივი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას და ერთგულად ემსახურება მოსწავლეებს. მასწავლებლები ატარებენ ღია გაკვეთილებს, თანამშრომლობენ კოლეგებთან და ერთობლივად გეგმავენ განსახორციელებელ აქტივობებს. პირველი სვირის საჯარო სკოლა მომავალშიც შეეცდება არ ჩამორჩეს ცხოვრების განვითარების ტემპს და გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს, რათა აღზარდოს განათლებული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი თაობა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხება - დეტალები

მუნის მკურნალობასა და სკოლების/ბაღების დეზინფექცირების შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

ეკრძალებათ თუ არა მოქმედ მასწავლებლებს რეპეტიტორობა კანონში ცვლილებების გამო - სამინიტროს განმარტება

კრებულები მასწავლებელთა გამოცდებისთვის - საგნების მიხედვით

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს

მოსწავლეთა შემოქმედებითი იდეები, საშემოდგომო ფერები და ლამაზი დეკორაციები შთამბეჭდავი სანახავია

მანუშაკ ბიჩახჩიანი მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება