სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ - საჩინოს საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
20-04-2021
-
+


„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ - ამ სახელწოდებით გამართეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში.

სკოლაში ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, მუსიკალური ნომრები და წაიკითხეს საინტერესო ამონარიდები დედაენის შესახებ.

სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას მზევინარ ბერიძე ხელმძღვანელობდა.

ეს დღე მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი გამოდგა, მათმა სასცენო შესრულებამ კი, დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

სასკოლო უბნების ჩამონათვალი ქალაქების მიხედვით ცნობილია - გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ პირველკლასელის დარეგისტრირება

აბიტურიენტებისთვის პირველი ღია კარის დღე გაიმართა - დეტალებს განათლების სამინისტრო ასაჯაროებს

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში გაიმართა

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება