სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღნიშნეს
20-04-2021
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ყველა კლასი ჩაერთო და ქართველი ერის მნიშვნელოვანი დღე სკოლამ გამორჩეულად აღნიშნა.

14 აპრილს, სკოლის დერეფნებსა და კლასებში გამოიფინა ქართული ენისადმი მიძღვნილი პლაკატები, ლოზუნგები, წარწერები, ნახატები. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი იების გამოსახულებით სამკერდე ნიშანი ჰქონდათ დაბნეული.

სკოლის ყველა პედაგოგმა თავიანთ კლასებში გამორჩეულად და სიყვარულით აღნიშნა ქართული ენის დღე. გაიმართა ქართველი პოეტების ლექსების მხატვრული კითხვა, ნახატების გამოფენა, კალიგრაფიის კონკურსი, პრეზენტაციები, საკუთარი ლექსების კითხვა და სხვა აქტივობები.

„ჩვენი ენა ქართული“ - ამ სათაურით ღია გაკვეთილები, პედაგოგებმა - მარინა სარალიძემ, ლეილა ჟამიერაშვილმა და ლია ვაჩეიშვილმა, IV, VI და VII კლასებში ჩაატარეს.

4ა კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს მინი ლექცია და წარმოთქვეს ლექსები დედაენის შესახებ. დამრიგებელია ლელა არჩვაძე.

4ბ კლასმა ამ დღის აღსანიშნავად ჩაატარა კალიგრაფიის კონკურსი მშობლებს შორის. მოსწავლეებს ქონდათ აღებული პასუხისმგებლობა სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე. გამარჯვებული გამოავლინა სკოლის პედაგოგთა ჯგუფმა. 4ბ კლასის დამრიგებელია ეკა გულაშვილი.

„ამას ენასა სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიან“ - ამ სახელწოდებით წარმოადგინეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი, XII/ა კლასის მოსწავლეებმა. რესურსი ზედმიწევნით სიღრმისეულად ასახავდა ქართველი ერის ბრძოლას ქართული სახელმწიფო ენად გამოცხადებისა და შენარჩუნებისათვის. მოსწავლეებმა სლაიდებად წარმოადგინეს ასევე, კონსტანტინე გამსახურდიას„ლირიული ინტერმეცო“, სხვა ლექსები და გამონათქვამები ენის შესახებ.

ეს დღე მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გამოდგა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება