სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღე-სასწაული ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში
19-04-2021
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.

14 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის  ახალი დიოკნისის, საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისიძება მიეძღვნა. 1-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, ასევე პრეზენტაცია ქართული დამწერლობის ისტორიაზე.

მოსწავლეებს, ეს ლამაზი დღესასწაული მიულოცა მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია ფუტკარაძემ და წარმატებები უსურვა მათ.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება