სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტყე უნდა შევუნახოთ ჩვენს შვილებს“ - ნახშირღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში მონაწილეობდნენ
19-04-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ნახშირღელეს საჯარო სკოლა სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ.

ნახშირღელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა, რომელსაც ბილოგიის პედაგოგი, ნონა ბასილაძე ხელმძღვანელობს, იმერეთის რეგიონის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს პროექტში „ეკოგმირი“. ბავშვებმა სხვადასხვა აქტივობით გამოიჩინეს თავი.

„ტყე ბუნების განსაკუთრებული ფენომენია, აქ ყველა პოულობს სულიერ საზრდოს.ტყე დედამიწის მხოლოდ სამკაული,ესთეტიკური წყარო როდია, ტყისგან თვით სიცოცხლეც ბევრადაა დავალებული.

ბუნების ძეგლებს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ქმნილებებს - გამოქვაბულებს, ჩანჩქერებს, გეიზერებს, გეოლოგიურ წარმონაქმნებს,როგორც წესი აქვთ მეცნიერულ, სასწავლო-საგანმანათლებლო, ისტორიული და კულტურული ღირებულება.

ამიტომ ჩვენი სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ, ნავენახევის მღვიმის ტერიტორიაზე, მონაწილეობა მიგვეღო უნიკალური ჯიშის ხეების დარგვაში.დაირგო დღეს გადაშენების პირას მდგარი ხეები: წაბლი, ძელქვა, წიფელი.

წაბლი - ნიკო კეცხოველი აღნიშნავს, რომ იმ ტყეს, სადაც წაბლია გავრცელებული, ბაღივით უნდა მოვუაროთ. მისი ნაყოფი ღირსებით არცერთ ბაღში მოყვანილ ხილსა და კენკროვანზე ნაკლები არ არის.

ძელქვა - პლანეტის უძველესი მცენარეა. ის სწრაფად იზრდება და სამას წლამდე ცოცხლობს.წიფელი ჩვენებური ტყეების პატრიარქია.იგი წარსულ გეოლოგიურ ეპოქათა ცოცხალი ნაშთია.იგი დღეგრძელობით გამოირჩევა. ასე რომ, ნავენახევის ტერიტორიაზე ჩვენც დავტოვეთ ჩვენი ნაკვალევი. ტყე უნდა შევუნახოთ ჩვენ შვილებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ოთხი მთავარი ცვლილება მასწავლებელთა გამოცდის ჩატარების წესში - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება