| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში 12 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა, რომელშიც V-VI-VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ, რის გამოც ისინი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა შანავა ხელმძღვანელობდა.
„პირველი ორი დღე დაეთმო ტესტირებას, მესამე დღეს ჩატარდა აქტივობა „ჩვენ გვიყვარს კითხვა“, შემდეგი აქტივობა იყო „გაზეთის პრეზენტაცია“, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი კლასების მიხედვით. განსაკუთრებით საინტერესო იყო მხატვრული შემოქმედება, სადაც მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით დიდი პატივისცემა და მოწიწება გამოხატეს მშობლიური ენის მიმართ“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება