სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
20-04-2021
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დედაენის ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. ამ ისტორიული თარიღის გახსენებას სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებით შეურთდა და ღონისძიებებში მთელი სკოლა ჩაერთო.

სკოლაში კვირეული 14 აპრილს გაიხსნა. მოსწავლეებმა: ა. გოგიაშვილმა, ნ. მიქიაშვილმა და ქ. ვარდოსანიძემ ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, თუ რა საფრთხის წინაშე იყო ქართული ენა.

მოსწავლეებმა - ნ. ქასრაშვილმა და ს. სოფრომაძე მაღალმხატვრულად წაიკითხა ქართველი პოეტის ლექსი და შეასრულეს მუსიკალური ნომერი.

სკოლის თვითმმართველობის წევრებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი „მთიები“.

V- Xll კლასებში გაიმართა პრეზენტაციები თემაზე: „რა ენა წახდეს, ერი დაეცეს“.

V- Vlll კლასებში ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი. საინტერესოდ წარიმართა ლიტერატურულ- მხატვრული კომპოზიცია თემაზე: „ენა დედაა ერისა“.

სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

კვირეულში აქტიურად ჩაერთვნენ დაწყებითის მე-2 ა და ბ კლასები. „აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო“ და „ო, ენავ ჩემო!“ - ამ ცნობილი ლექსების ციტატებით დაასათაურეს პატარებმა აქტივობა. კლასის ხელმძღვანელები არიან: მარინა ტურაბელიძე, ნინო რიჟამაძე.

კვირეულისკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში, ამაგდარი პედაგოგის, გარდაცვლილი ჯაბა წაქაძის სახელობის წიგნების თაროს გახსნით დასრულდა. ბიბლიოთეკაში გაწეული ქველმოქმედებისთვის დიდი წვლილი მიუძღვის მის ქალიშვილს, სკოლის კურსდამთავრებულს, მაგდა წაქაძეს.

მშობლიური ენისადმი მიძღვნილი კვირეულის ორგანიზატორები იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ხელმძღვანელი ცირა კუბლაშვილი, ლიტერატურული კლუბი „მთიები“ ხელმძღვანელი დოდო ქათამაძე და სკოლის თვითმმართველობა, მე-11 კლასის მოსწავლე ნინო მიქიაშვილი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება