სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საუკეთესო კალიგრაფისტი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კონკურსი გაიმართა
19-04-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული „ენა დედაა ერისა“ გრძელდება. კვირეულის დღეებში მომზადდა ვიდეორგოლები, გაკეთდა პრეზენტაციები, მოეწყო ნახატების გამოფენა, ლიტერატურული ვიქტორინა კონკურსი: „ვინ უკეთ იცის ქართული ენა“, პირველკლასელებმა ჩაატარეს  ლიტერატურული კომპოზიცია: „ჩვენ გვიყვარს დედა ენა“ და სხვ.

გარდა ამისა, სამკითხველო დარბაზში  „ცოდნარიუმი“  ჩატარდა კონკურსი „საუკეთესო კალიგრაფისტი“.

„ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ კალიგრაფისტთა კონკურსში გაიმარჯვა ბარბარე ფანცხავამ (მე-2 კლ.), ელენე ლიპარტელიანმა (მე-3 კლ.) და ბარბარე ბრეგაძემ (მე-2 კლ.).

უნდა აღინიშნოს ის დიდი დაინტერესება და სურვილი, რომელიც გამოხატეს მოსწავლეებმა ამ კონკურსში მონაწილეობის დროს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გამორჩეულად ლამაზი კალიგრაფიით თავს იწონებდა მეორე კლასის მოსწავლეთა ნაწერები, რაც მათი  კლასის ხელმძღვანელის და ქართული ენის მასწავლებლის, თინათინ ნაცვლიშვილის დამსახურებაა, ამიტომ ქალბატონ თინათინსაც  გადაეცა სიგელი და სიმბოლური საჩუქარი მოსწავლეთა მაღალ დონეზე მომზადებისთვის.

კარგი კალიგრაფიული ნაწერები ჰქონდათ ასევე მარიამ მარგიევას, ლიზი ქიმეთიანს, თინიკო ქუთათელაძეს, ლიკა ფირცხალავას და სხვებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება