სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაწყებითების მასწავლებლებმა დღესასწაულად გვიქციეს ეს ღირსშესანიშნავი დღე“ - იფარის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
19-04-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები საზეიმო აქტივობებს შეუერთდნენ და დედა ენისადმი სიყვარული გამოავლინეს.

„ალბათ, საქართველოს ყველა სკოლაში აღინიშნებოდა ამ დღეს დედაენის დღესასწაული. იფარის საჯარო სკოლაც ერთ-ერთი მათგანია. დაწყებითების მასწავლებლებმა მართლაც დღესასწაულად გვიქციეს ეს ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენი სკოლის პატარა გოგო-ბიჭები ლექსებითა და წერილებით მიეფერნენ თავიანთ ტკბილ დედაენას და მას ერთგულება, სიწმინდე და მარადიული სიყვარული აღუთქვეს. მოზრდილებიდან კი აღსანიშნავი იყო მე-6 კლასელი მარიამ პირველისა და ასევე ხატია კორძაიას სიტყვა.

აპრილის თვეში თოვლზე გამართულ სცენას, ბავშვების ხელნაკეთი ყვავილებით მოკაზმულს, კიდევ უფრო ამშვენებდა ლადოს ბრწყინვალე სიტყვები: - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ,“ - თავის დროზე მშობლიური სიყვარულით მიძღვნილი შესამკობელი სწორედ დედაენისადმი...

თოვლიანი სცენა კი, რომელიც მე-4 კლასის მასწავლებლის ლელა კორძაიას ჩანაფიქრით მოეწყო, იყო სიმბოლური გამოხატულება იმისა, რომ ქართული ენა არის თოვლივით სპეტაკი, ჟამთა სვლისაგან გაჭაღარავებული ბრძენი მხცოვანი და ისეთივე იშვიათობა, როგორც თვითონ თოვლი აპრილში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება