სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N6 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
16-04-2021
-
+


ახალციხის ახალციხის N6 საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ახალციხის N6 საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.

„ჩვენ გვიყვარს ქართული-ჩვენი სახელმწიფო ენა!

14 აპრილი დედაენის დღეა! ასე დაიწყო ქართულის გაკვეთილი ახალციხის N6 საჯარო სკოლის VIII კლასმა პედაგოგ ნანა ლომინაშვილის ხელმძღვანელობით .

მოსწავლეებმა მოწიწებით და დიდი პატივისცემით წარმოადგინეს ქართული ენის თავგადასავალი სხვადასხვა მეცნიერების , მწერლებისა და პოეტების მონოგრაფიებით და შემოქმედებით. მათ მიერ წარმოთქმულ ფრაზებსა და ლექსებში იგრძნობოდა მშობლიური ენის სიყვარული და დაცვა, ღირსება იმისა, თუ რა ამაყები და ბედნიერები არიან იმით, რომ დაიბადნენ ქართველებად და მათი მშობლიური ენა არის ქართული.

„ვფიცავთ,სიკვდილამდე დავიცავთ ქართულ ენას!“ - ამ შეძახილით დაასრულეს მათ თავიანთი გამოსვლა.

ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ჩატარდა ასევე მე-10 კლასში „საუბრები ქართული ენის შესახებ“ საყვარელი ლექსებისა და გამონათქვამების წარმოთქმით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ემსჯელათ და თავიანთი პასუხისმგებლობა გამოეხატათ მშობლიური ენის შესახებ. მათ უპასუხეს კითხვებს - „რატომ არის ენა სახელმწიფოებრივი საფუძველი და როგორ დავიცავ მე მას?“

მადლობა თქვენ, რომ ასე ფიქრობთ და მსჯელობთ, დარწმუნებული ვარ, როგორც სიტყვით, ისე საქმით გაშლით ფრთებს და შეასრულებთ ამ დიდ მისიას, იქნებით მშობლიური ენის სადარაჯოზე.

ყოჩაღ, გვანცა, ანა, სტეფანე, დაჩი, საბა, ანანო, ანრი, ანა...ყოჩაღ, ყველა მსმენელს და მონაწილეს, ჩვენ გვჯერა თქვენი......

„ჩვენ გვიყვარს ქართული–ჩვენი სახელმწიფო ენა!“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება